მეცნიერებმა შიდსის საწინააღმდეგო ვაქცინა შექმნეს

2019.04.22 12:45:46
მეცნიერებმა შიდსის საწინააღმდეგო ვაქცინა შექმნეს

იაპონელმა მეცნიერებმა კუმამოტოს უნივერსიტეტიდან შექმნეს ახალი ნივთიერება, რომელიც ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსით (აივ-ით) დაზიანებულ უჯრედებს სრულად ანადგურებს. იაპონელმა სპეციალისტებმა შეიმუშავეს მეთოდი, სახელწოდებით "lock-in and apoptosis", რომელსაც პირველი შეფასებებით, სრულად შეუძლია გამოაჯანმრთელოს დაავადებული ადამიანი.

 

"ეს იქნება უდიდესი ნაბიჯი აივ ინფექციისაგან სრულად გათავისუფლებისა და აღდგენის საქმეში. მიგვაჩნია, რომ ჩვენი კვლევა ხელს შეუწყობს შიდსის საბოლოო დამარცხებას", - აცხადებს კვლევის ერთ-ერთი ავტორი, მეცნიერი მიკაკო ფუჯიტა.

 

როგორც ცნობილი გახდა, შიდსის საწინააღმდეგო ვაქცინის შემადგენლობაში შევიდა სინთეზური ნივთიერება L-HIPPO, რომელიც უერთდება ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსის შესაბამის ცილას Pr555Gag და ბოლომდე

 

ანადგურებს მას. ვირუსი პრაქტიკულად ხაფანგში ხვდება, დაინფიცირებული უჯრედი კი აპოპტოზის შედეგად იღუპება. 

 

ამ ეტაპზე ახალი მედიკამენტი გამოცდას გადის. კონკრეტულად ახალი ვაქცინა აივ-ინფექციით დასნებოვნებულთა ორგანიზმში შეჰყავთ და ჯერჯერობით დადებით შედეგებს იღებენ. თავად მეცნიერებს კი მიაჩნიათ, რომ შიდსის საწინააღმდეგო ყველაზე ეფექტური საშუალება შექმნეს.

 

 

წყარო:mkurnali