კიბოს საწინააღმდეგო ვაქცინა შეიქმნა

2019.04.14 20:24:21
კიბოს საწინააღმდეგო ვაქცინა შეიქმნა

ექიმი ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში აქვეყნებს სტატუსს, რომელიც კიბოს საწინააღმდეგო ვაქცინას ეხება:

 

„ვაქცინაცია კიბოს წინააღმდეგ!!! კვლევა ჯერჯერობით ჩატარებულია მხოლოდ თაგვებზე, განკურნების ეფექტი 100%. ავტორების ინფორმაციით მალე დაიწყება ადამიანებზე ვაქცინის ეფექტურობის შეფასება“, – წერს ცნობილი ექიმი და გამოცემა http://stm.sciencemag.org-ის პოსტს აქვეყნებს, სადაც კიბოს საწინააღმდეგო ვაქცინაზე ბოლო ინფორმაციაა განთავსებული. ამავე სიახლეს დღეს ყველა წამყვანი გამოცემის გვერდზე ვხვდებით.

 

ცნობილი ხდება, რომ ვაქცინა ორი ტიპის ანტისხეულისგან შედგება. ერთ-ერთი მათგანი ადამიანზე უკვე დაიტესტა და მისი მოხმარება აბსოლუტურად უსაფრთხოა. მეორე ტიპის ანტისხეულმა კი გამოცდა ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, სხვადასხვა კლინიკაში გაიარა.

 

სტენფორდის უნივერსიტეტის მეცნიერები ამტკიცებენ, რომ პრეპარატის ერთჯერადი შეყვანაც საკმარისია, რათა ორგანიზმს ნებისმიერი სახის ავთვისებიანი წარმონაქმნისგან დამცავი ბარიერი შეუქმნას.

 

 

წყარო:reitingi