სად ჩატარდება კლინიკა ენმედიცის მორიგი საქველმოქმედო აქცია

2019.03.26 13:06:03
სად ჩატარდება კლინიკა ენმედიცის მორიგი საქველმოქმედო აქცია

კლინიკა „ენმედიცი“ აგრძელებს საქველმოქმედო პროექტის „ნაბიჯი ჯანმრთელობისკენ“. 

 

16 მარტს ,,შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო’’- სთან შეთანხმებით, კლინიკამ 79-ე საქველმოქმედო აქცია, ქ.გორის ,,საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი’’-ში   განახორციელა.

 

კლინიკის ექიმების მიერ 300 - ზემეტი პაციენტი უფასოდ იქნა გასინჯული, მათ დანიშნულებისამებრ საჩუქრად გადაეცათ მედიკამენტები, ხოლო დიაბეტით დაავადებულ პაციენტებს გლუკომეტრები.

 

საქველმოქმედო პროექტი 2013 წლიდან ხორციელდება და მისი მიზანია მთელი ქვეყნის მასშტაბით , განსაკუთრებით საზღვრისპირა და მთიან რეგიონებში მცხოვრები ჩვენიმოქალაქეებისთვის გარკვეული სამედიცინო დახმარების გაწევა ,,ენმედიცი’’-ს სხვადასხვა პროფილის ექიმების მონაწილეობით.

 

დღემდე უფასო გამოკვლევები ჩაუტარდა 26 000 - ზე მეტ ადამიანს, რამაც ჩვენს მოქალაქეებს დაავადებების ადრეული გამოვლენისა და დროული ადექვატური მკურნალობის შესაძლებლობა მისცა.

 

კლინიკა ,,ენმედიცი’’-ს მიერ დაწყებული საქველმოქმედო აქციები გაგრძლდება გარკვეული პერიოდულობით და მოიცავს ქვეყნის ყველა რეგიონს.