მეცნიერებმა ალცჰაიმერის ადრეული დიაგნოსტიკის მეთოდს მიაგნეს

2019.03.14 15:14:08
მეცნიერებმა ალცჰაიმერის ადრეული დიაგნოსტიკის მეთოდს მიაგნეს

ამერიკელმა მეცნიერებმა ალცჰაიმერის დაავადების ადრეული დიაგნოსტიკის მეთოდს მიაგნეს.

დიაგნოსტიკა თვალის გუგის კვლევით არის შესაძლებელი. ეს მეთოდი ექიმებს საშუალებას აძლევს დააკვირდნენ სისხლის მიმოქცევას უწვრილეს კაპილარებში.

კვლევის ფარგლებში, 200 ადამიანის თვალის რქოვანა შეისწავლეს. აქედან 133 იყო ჯანმრთელი, 39-ს ჰქონდა ალცჰაიმერი, ხოლო 37-ს - მცირე დაზიანებები. კვლევამ აჩვენა, რომ იმ ადამიანებს ვისაც ჰქონდა ალცჰაიმერის დაავადება, მაკულარული სისხლძარღვების მდგრადობა შესუსტებული ჰქონდა.

ეს ფაქტი მეცნიერებს აძლევს საშუალებას, რომ დაავადება ადრეულ სტადიაში, პირველი სიმპტომების გამოვლენამდე აღმოაჩინონ. ალცჰაიმერის დაავადება (AD), ასევე ცნობილი, როგორც ალცჰაიმერი - ქრონიკული ნეიროდეგენერაციული დაავადება (ნერვული სისტემის დეგენერაციული დაავადება), რომელიც თავდაპირველად ნელა ვითარდება და დროთა განმავლობაში უარესდება. დაავადების განვითარების საწყის ეტაპზე, ძირითადი სიმპტომია ბოლო დროს განვითარებული მოვლენების დავიწყება.

 

წყარო : Imedinews.Ge