ღორის გრიპის შემდეგ საქართველოში ტკიპების სეზონი იწყება

2019.03.05 14:19:32
ღორის გრიპის შემდეგ საქართველოში ტკიპების  სეზონი იწყება

გრიპის შემთხვევებმა დეკემბრის მაჩვენებელთან შედარებით, დაახლოებით ორნახევარჯერ იკლო და 100 000 მოსახლეზე 100-130 ფარგლებშია. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.

 

 

 

მისი თქმით, ე.წ. ღორის გრიპი (H1N1), რომელიც მთელი ზამთარი ცირკულირებდა, ახლა H3N2 და B ტიპის ვირუსია გავრცელებული.

 

 

 

როგორც იმნაძე აცხადებს, გრიპის სეზონი აპრილის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება და ზაფხულის მოახლოებამდე ტკიპების სეზონი დაიწყება.