რა იწვევს ძილში ვარდნის შეგრძნებას

2019.02.28 15:18:48
რა იწვევს ძილში ვარდნის შეგრძნებას

ძილის დროს, თითქოს სიმაღლიდან ჩამოვარდნის შეგრძნება მოსახლეობის 70% აწუხებს.

ზუსტი გამომწვევი მიზეზი მეცნიერებისთვის დღემდე უცნობია, მაგრამ მკვლევარები ყურადღებას ამახვილებენ რამდენიმე ფაქტორზე. მკლავის, ფეხის ან მთლიანი სხეულის კუნთების უნებლიე კრუნჩხვას ჰიპნოგოგიური რეფლექსი ეწოდება. აღსანიშნავია, რომ ეს მდგომარეობა სხვა სახელწოდებებითაცაა ცნობილი.

ძილში ამ შეგრძნებას ხშირად უკავშირებენ:

• როცა სუნთქვისა და გულის შეკუმშვის სიხშირე ნელდება და სხეულის ტემპერატურა ეცემა, კუნთის ტონუსი იცვლება და ამ დროს კრუნჩხვა ვლინდება;

• ძილში ტვინი კუნთის მოდუნებას შეცდომით ვარდნასთან აკავშირებს და თქვენი დაცვის მიზნით, სიგნალს გზავნის კუნთისკენ, რომ საფრთხეს მზადყოფნაში შეხვდეს. როგორც წესი ჰიპნოგოგიური რეფლექსი სახიფათო არაა და უფრო მეტიც, ზოგიერთი ადამიანი გაღვიძებიდან მცირე დროში მშვიდად ძილს განაგრძობს.

თუმცა, თუ მსგავსი შეგრძნება ძილში ხშირად გაწუხებთ სასურველია გაითვალისწინოთ ეს რეკომენდაცია:

• შეამცირეთ კოფეინის დოზა;

• მოერიდეთ გვიან საღამოს სხვადასხვა ტიპის აქტივობით ორგანიზმის დატვირთვას;

• მოერიდეთ სტრესს.

წყარო : Kirurgia.Ge