რომელი ვიტამინითაა მდიდარი კივი?

2019.02.28 15:10:05
რომელი ვიტამინითაა მდიდარი კივი?

კივი დიდი რაოდენობით შეიცავს C ვიტამინს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი ანტიოქსიდანტია.

როგორც სტატიაში ვკითხულობთ, ანტიოქსიდანტი ორგანოს, კანისა და კუნთის უჯრედებს თავისუფალი რადიკალების მოლეკულებით გამოწვეული დაზიანებისგან იცავს. ამასთან, ეს ვიტამინი ძალიან დიდ როლს თამაშობს იმუნური სისტემის ფუნქციობაში, აძლიერებს იმუნიტეტს.

გერმანელმა კარდიოლოგებმა დაადგინეს, რომ დღეში 2-3 კივის მიღება აწესრიგებს არტერიულ წნევას და აუმჯობესებს მდგომარეობას იშემიური დაავადების დროს, ხსნის დაღლილობასა და გაღიზიანებას.

 

კივის რეგულარულად მიღება ხელს უშლის ონკოლოგიური (განსაკუთრებით კუჭ-ნაწლავის) დაავადებების განვითარებას. პატარა კურკები და ანტიოქსიდანტური ვიტამინები, რომლებსაც კივი შეიცავს, მექანიკურად წმენდს ნაწლავებს და შთანთქავს ონკოლოგიურ ნივთიერებებს.

წყარო : Livestrong.com