რამდენი ადამიანი ავადდება საქართველოში ყოველწლიურად ტუბერკულოზით

2019.02.27 13:40:56
რამდენი ადამიანი ავადდება საქართველოში ყოველწლიურად ტუბერკულოზით

საქართველოში 100 000 მოსახლეზე ტუბერკულოზის 70-75 შემთხვევა ფიქსირდება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებს ტუბერკულოზის სფეროში მომუშავე სამოქალაქო სექტორთან შეხვედრამდე განუცხადა. 

 

„ყოველწლიურად, ჩვენ ტუბერკულოზის დაახლოებით, 2500 ახალი შემთხვევა გვაქვს ბოლო წლების განმავლობაში და ყველა ადამიანს ეძლევა შესაბამისი მკურნალობა, როგორც პირველი რიგის დაავადებების შემთხვევაში, ისე მეორე რიგის“, - განაცხადა გამყრელიძემ.

 

მან ასევე ისაუბრა შიდსის შემთხვევებთან დაკავშირებით. მისი განცხადებით, ამ ეტაპზე საქართველოში შიდსის 8 000 შემთხვევაა გამოვლენილი, თუმცა შიდსით დაავადებულთა სავარაუდო რიცხვი შედარებით მეტია.