რა საფრთხეს იწვევს მარილი

2019.02.26 12:45:50
რა  საფრთხეს იწვევს მარილი

სუფრის მარილის ნალექი ორგანიზმში ალერგიული იმუნური რეაქციების განვითარებას უწყობს ხელს.

მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერებმა ატოპიური დერმატიტით დაავადებული პაციენტების კანიდან აღებული ნიმუშები შეისწავლეს და აღმოაჩინეს, რომ კანის დაზიანებულ ნაწილებში ნატრიუმის დონე დასაშვებ ნორმას 30-ჯერ აღემატება. როგორც სპეციალისტებმა დაასკვნეს, ნატრიუმის ქლორიდი გავლენას ახდენს T-უჯრედებზე და აიძულებს მათ ცილების IL-4-ისა და IL-13-ის გადამეტებული რაოდენობით გამომუშავებას.

ეს ერთიანობა დიდ როლს ასრულებს ორგანიზმის იმუნური პასუხის ჩამოყალიბებაში, თუმცა გადაჭარბების შემთხვევაში შესაძლოა კანის დაავადებები გამოიწვიოს.

კვლევის მიხედვით, ვინც დიდი რაოდენობით მარილს მოიხმარს, შეიძლება არ შეექმნათ ჯანმრთელობის პრობლემა, თუ ისინი დიდი რაოდენობით ხილს, ბოსტნეულს, რძის პროდუქტებს, კარტოფილსა და კალიუმით მდიდარ საკვებს მიირთმევენ. ამასთან, სპეციალისტები განმარტავენ, რომ რადგანაც გემოვნებითი რეცეპტორების ფორმირება ხდება ბავშვობაში, საჭიროა, მარილის მოხმარება შეიზღუდოს ადრეული ასაკიდანვე. მათივე მტკიცებით, თანამედროვე რეკომენდაციის მიხედვით დღიურ ნორმას შეადგენს 6 გრამი. ეს დაახლოებით 1 ჩაის კოვზია. სპეციალისტების განმარტებით, მარილის ჭარბი შემცველობით ხასიათდება დაკონსერვებული და შებოლილი პროდუქტები.