ექიმებმა პაციენტის ცხვირიდან კბილი ამოიღეს

2019.02.25 14:37:50
ექიმებმა პაციენტის ცხვირიდან კბილი ამოიღეს

დანიის ქალაქ ორხუსში, ექიმებმა პაციენტის ცხვირიდან კბილი ამოიღეს.

59 წლის კაცს, რომლის ვინაობაც უცნობია, ორი წლის განმავლობაში სუნთქვის პრობლემა ჰქონდა. ავადმყოფმა, პრობლემის მოგვარება სპეციალური წვეთების საშუალებით სცადა. ერთთვიანი უშედეგო მკურნალობის შემდეგ, დანიის მოქალაქემ საავადმყოფოში გამოკვლევა ჩაიტარა. პირველადი მონაცემებით, პაციენტს ცხვირის ღრუში კისტისმაგვარი წამონაზარდი აღმოუჩინეს, თუმცა ოპერაციის დახმარებით ქირურგებმა ავადმყოფის ცხვირიდან კისტის მაგივრად, კბილი ამოიღეს. ექიმების თქმით ანომალია უიშვიათესმა დაავადებამ გამოიწვია.