მაღალი წნევის მედიკამენტები ბლოკავს კიბოს

2019.02.20 16:04:47
მაღალი წნევის მედიკამენტები ბლოკავს კიბოს

ჰიპერტენზიის საწინააღმდეგო წამლის იდენტიფიცირება, როგორც ძუძუს და პანკეასის კიბოს საწინააღმდეგო, შესაძლო თერაპიული საშუალებისა, დიდი სიურპრიზი იყო მეცნიერთათვის.

უკვე დამტკიცებული წამლის გამოკვლევით გუნდმა დოქტორანტურის კურსდამთავრებული მეცნიერის, გუილაუმ ჯეკვემეტის და აკადებიის პროფესორის იოჰანა ივასკას ხელმძღვანელობით აღმოაჩინა, რომ კალციუმის ბლოკატორებს შეუძლიათ წარმატებით შეაჩერონ კიბოს უჯრედის ინვაზია ,,ინ ვიტრო’’ პირობებში.

კალციუმის არხის ბლოკატორები ამჟამად გამოიყენება ჰიპერტენზიის ანუ სისხლის მაღალი წნევის სამკურნალოდ, თუმცა კიბოს უჯრედების მეტასტაზების დასაბლოკად მათი შესაძლო გამოყენების შესახებ აქამდე არასოდეს დაწერილა.

კიბო კლავს, რადგან ის მთელ ორგანიზმში ვრცელდება და წარმოქმნის მეტასტაზებს. აქედან გამომდინარე, წამლების შექმნა, რომლებიც დაბლოკავენ კიბოს უჯრედების დისემინაციის ანუ გავცელების უნარს – კიბოს საწინააღმდეგო თერაპიის გზაზე დიდი წინგადადგმული ნაბიჯია.

ზოგადად, ახალი წამლების შექმნა ძალიან ხანგრძლივი და ძვირადღირებული პროცესია. ბევრი იმედისმომცემი წამალი წარმატებით ვერ უძლებს გამოცდას ტოქსიკურობის და გვერდითი ეფექტების გამო. ამდენად, ახალი სამიზნის (კიბოს) დადგენა უკვე გამოყენებადი წამლისთვის კიბოს საწინააღმდეგო მკურნალობის ახლად აღმოცენებული მიმართულებაა.