კაცს მუცლიდან დაახლოებით 2 კილოგრამი ქვა, მონეტა და ბოთლის თავსახური ამოუღეს

2019.02.20 12:01:40
კაცს მუცლიდან დაახლოებით 2 კილოგრამი ქვა, მონეტა და ბოთლის თავსახური ამოუღეს

სამხრეთ კორეის ქალაქ კოანში მცხოვრებ კაცს მუცლიდან დაახლოებით 2 კილოგრამი ქვა, მონეტა და ბოთლის თავსახური ამოუღეს. 

 

54 წლის კაცმა ექიმს მუცლის ტკივილის ჩივილით მიმართა. მას მუცელი შებერილი ჰქონდა. პაციენტმა აღიარა, რომ დასამშვიდებლად სხვადსახვა ნივთებს ყლაპავს. 

 

რენტგენის შემდეგ ექიმებმა ქირურგიული ოპერაცია დანიშნეს. კაცმა საავადმყოფოში 9 დღე გაატარა.