სავალდებულო აცრები, რომელბიც 18 მარტამდე აუცილებლად უნდა ჩატარდეს

2019.02.08 11:34:43
სავალდებულო აცრები, რომელბიც 18 მარტამდე აუცილებლად უნდა ჩატარდეს

შესაბამისი ვადა სწორედ ამ დღეს იწურება.

 

იმ პროფესიის წარმომადგენლებმა, რომლებზეც ჯანდაცვის სამინისტროში ბრძანება გამოიცა, წითელას საწინააღმდეგო აცრა 18 მარტამდე უნდა გაიკეთონ.

 

აცრა უნდა გაიკეთონ სკოლების, ბაგა-ბაღებისა და უმაღლესი სასწავლებლების პერსონალმა. გარდა ამისა, გროვდება ბაღის აღსაზრდელების, ასევე სკოლის, უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლების მოსწავლეების ცნობებიც.

 

„ფორტუნას “ ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში განუცხადეს, რომ აცრილი და აუცრელი პერსონალის შესახებ ინფორმაცია და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს გადაეცემა, რის შემდეგაც მოხდება სტატუსის შეჩერების განხილვა. იგივე მოხდება სხვა დაწესებულებებშიც, რომლებიც ბრძანებაში შევიდნენ.

 

სავალდებულო პროფილაქტიკურ იმუნიზაციას დაქვემდებარებულ საქმიანობათა ნუსხის დამტკიცების თაობაზე ბრძანება ჯანდაცვის სამინისტრომ 22 იანვარს, გრიპისა და წითელას ეპიდემიის საშიშროების გამო გამოსცა. ბრძანებაში ჩამოთვლილი საქმიანობის სფეროს წარმომადგენლებისთვის სხვადსხვა ტიპის აცრების ჩატარება სავალდებულო გახდა.

 

ჯანმრთელობის დაცვის პერსონალისთვის სავალდებულოა B ჰეპატიტის, გრიპის, წითელა-წითურის, ტეტანუსისა და დიფტერიის აცრა.

 

პენიტენციურ დაწესებულებაში მომუშავე პერსონალისთვის სავალდებულო გახდა B ჰეპატიტის, ტეტანუსის და დიფტერიის აცრა.