ავერსის კლინიკაში 5 წლის ბავშვი გარდაიცვალა

2019.01.18 15:16:50
ავერსის კლინიკაში  5 წლის ბავშვი გარდაიცვალა

"ავერსის" კლინიკაში გუშინ 5 წლის ბავშვი გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვის დაღუპვის მიზეზი "ღორის გრიპი" გახდა, თუმცა კლინიკაში აღნიშნულ ინფორმაცას არ ადასტურებენ.

 

როგორც „ავერსის" ემერჯენსის ხელმძღვანელი ხათუნა ებრალიძე ამბობს, ე.წ. ღორის გრიპის ლაბორატორიული ცნობა მათ არ აქვთ. მისი თქმით, ბავშვი ცერემბლარული დამბლით იყო დაავადებული და მის ჯანმრთელობის მდგომარეობას ეპილეფსიაც ერთვოდა.

 

„ასეთი პაციენტეპები როგორც წესი, მცირე ბრონხული ან რესპირატორული ინფექციებით იღუპებიან. არ არის აუცილებელი, რომ ეს იყოს H1N1-ის ვირუსი. თუმცაღა, ამ ბავშვის შემოსვლისთანავე არც გაგვიკეთებია ლაბორატორიული ტესტირება იმიტომ, რომ მაშინვე ჩაერთო გაიდლაინით, პროტოკოლით მოცემულ მკურნალობაში, დაიწყო ანტივირუსული მკურნალობა სხვა დამატებით გამოკვლევებთან ერთად. უკვე, როცა ამ ატივირუსულ პრეპარატს აძლევ შემდეგ ვეღარ ადასტურებ ამ დაავადებას და არც იყო საჭირო", - ამბობს ხათუნა ებრალიძე "რადიო მარნეულთან".