როგორ მოქმედებს ზედმეტი წონა ტვინზე

2019.01.13 11:42:41
როგორ მოქმედებს ზედმეტი წონა ტვინზე

ბრიტანელი მეცნიერები 10 ათას ადამიანზე ჩატარებული დაკვირვების შედეგად, მივიდნენ დასკვნამდე, რომ დიდი რაოდენობით ზედმეტი კილოგრამები შესაძლოა ტვინს ზიანს აყენებდეს. ამის შესახებ ინფორმაციას Kurier-ი ავრცელებს.

 

კვლევაში 10 000-მდე ადამიანი მონაწილეობდა, რომელთა საშუალო ასაკიც 55 წელი იყო. მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ ზედმეტი კილოგრამების მქონე ადამიანებს, განსაკუთრებით კი თუ ცხიმოვანი მასა მუცლის არეშია დაგროვილი, ტვინში ნაცრისფერი ნივთიერების ნაკლელობა ჰქონდათ.

 

როგორც სტატიის ავტორი წერს, სიმართლე ჯერ საბოლოოდ გარკვეული არ არის - ზედმეტი წონა მოქმედებს ტვინზე, თუ ტვინში მიმდინარე პროცესები მოქმედებენ ზედმეტ წონაზე.

 

ალცჰაიმერის ავსტრიული საზოგადოების ხელმძღვანელი პიტერ დალ-ბიანკო ამბობს, რომ მეცნიერების მიერ აღმოჩენილი სიახლის მიზეზი შესაძლოა წონის გამო სისხლძარღვთა სისტემაზე გაზრდილი ზეწოლა იყოს. მისი თქმით, ამის გამო ტვინის უჯრედი შესაძლოა ჟანგბადის არასაკმარისი რაოდენობით იყოს უზრუნველყოფილი, რაც საბოლოოდ ტვინის უჯრედების გადაგვარებას იწვევს. თავის მხრივ კი ტვინის უჯრედების გადაგვარება მეხსიერების დაქვეითებას და ჭკუასუსტობას იწვევს.