"თუ სიცხე გაქვთ 40 გრადუსი ძმარი არ არის ეფექტური"

2019.01.09 19:28:58
"თუ სიცხე გაქვთ 40 გრადუსი ძმარი არ არის ეფექტური"

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ყარამან ფაღავამ „ავტორადიოს“ეთერში სტუმრობისას ვრცლად ისაუბრა იმუნიტეტის ამაღლების ეფექტურ საშუალებებზე.

 

კითხვაზე, რატომ შეიცვალა მიდგომა დღეს გავრცელებულ დაავადებებთან მიმართებაში, პედიატრი ამას დეტალურად ხსნის. განსაკუთრებით კი საუბრობს ისეთ გავრცელებულ სიმტომებზე, როგორიცაა ცხელება და ხველა:

 

 

„პირველ რიგში ცხელების თაობაზე ვისაუბრებ. მთავარი ის კი არ არის მარტივად ვებრძოდით თუ ცუდად, მთავარი ის არის, რა შედეგით ვებრძოდით. დღესდღეობით დადგენილია, რომ ცხელების წინააღმდეგ საუკეთესოა იბუპროფენისა და პარაცეტამოლის ჯგუფის პრეპარატები. მნიშვნელოვანია ისიც, რომ აქ არის გვერდითი მოვლენები, ამიტომ საუკეთესოა ტრადიციული მეთოდები მედიკამენტებთან ერთად გამოვიყენოთ. თუ სიცხე არის 40 გრადუსი, ნუ დაველოდებით წამლის მოქმედებას, მაშინვე ოთახის ტემპერატურის წყლით სავსე აბაზანაში ჩავსვათ ბავშვი. ძმარი არ არის ეფექტური. რაც შეეხება ხველას, ის უფრო მძიმე გახდა. იმიტომ, რომ ხველას ძირითადად საფუძვლად გაუარესებული ეკოლოგიური მდგომარეობა და ქრონიკული ანთება უდევს, რომელიც ხშირი ინფექციების, ალერგიისა და რესპირაქციული დაავადებების მიზეზია. ასევე, გააჩნია ხველასაც. არის ხველა, რომელსაც ორთქლით, ფიზიოლოგიური ხსნარით ინჰალაცია და ამოსახველებლები შველის. შეგახსენებთ, რომ ამოსახველებლები საღამოს 18:00 საათის შემდეგ არ შეიძლება. თუ ხველა ღამით არის, მაშინ ანტიჰისტამინურ საშუალებებს, დამამშვიდებლებს გამოვიყენებთ. პრობლემაა შემაწუხებელი ხველა და ამ დროს ყველაზე ეფექტურია ბრონქოდილატატორები და ეპინეფრინი. უნდა ვეძებოთ ხველების მიზეზი და პირველ რიგში მნიშვნელოვანია ვირუსული ინფექციების თავიდან არიდება.“