მოწყობილობა, რომელსაც კიბოს ამოცნობა 10 წუთში შეუძლია

2018.12.06 16:39:25
მოწყობილობა, რომელსაც კიბოს ამოცნობა 10 წუთში შეუძლია

ავსტრალიელმა მეცნიერებმა შექმნეს მოწყობილობა, რომელსაც ადამიანის ორგანიზმში კიბოს ამოცნობა 10 წუთში შეუძლია. ამის შესახებ CNN-ი წერს. 

 

ტესტი მას შემდეგ შეიმუშავეს, რაც აღმოაჩინეს, რომ წყალში სიმსივნური უჯრედების ამოცნობა შესაძლებელია. მკვლევარები ოქროს ნაწილაკებით გაჯერებულ სითხეში ათავსებენ ადამიანის დნმ-მასალას, რის შემდეგაც აკვირდებიან სითხის ფერის ცვალებადობას. 

 

სითხეში სიმსივნური უჯრედების აღმოჩენისას ის ინარჩუნებს თავდაპირველ ფერს, ჯანმრთელ უჯრედებთან ურთიერთქმედებისას კი, ოქროს ნაწილაკები სითხეს ფერს უცვლის. 

 

მეცნიერები ამ ტექნოლოგიას მნიშვნელოვან მიღწევად მიიჩნევენ, რადგან დაავადების მკურნალობის წარმატებას დიდწილად განაპირობებს მისი ადრეულ ეტაპზე აღმოჩენა. 

 

მსოფლიოში სიკვდილის ყოველი ექვსი შემთხვევის გამომწვევი მიზეზი კიბოა.