ზუგდიდში მხედველობის და სმენის პრობლემის მქონე ადამიანებისთვის ცენტრის გახსნა იგეგმება

2018.10.11 13:37:52
ზუგდიდში მხედველობის და სმენის პრობლემის მქონე ადამიანებისთვის ცენტრის გახსნა იგეგმება

ზუგდიდის საკრებულოს სხდომაზე რეგიონში მხედველობა და სმენადაქვეითებული ადამიანებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრის გაიხსნის საკითხი განიხილეს. 

 

საკრებულოს ინფორმაციით, სარეაბილიტაციო ცენტრი უკვე არსებული „ყრუ მუნჯთა საზოგადოების“ ბაზაზე იფუნქციონირებს. აქ შესაბამისი პრობლემის მქონე პირებს სოციუმში სწორად ინტეგრირებაში დაეხმარებიან. 

 

ზუგდიდის გარდა მსგავსი სივრცე თბილისში, კახეთსა და ბათუმში მოეწყობა. ცენტრი წლის ბოლოსთვის ამოქმედდება.

 

„მხედველობის და სმენის პრობლემების მქონე ადამიანების მხარდაჭერის სისტემას საქართველოში“ პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აფინანსებს.