მეცნიერებმა აღმოაჩინეს ნივთიერება, რომელიც დაბერების პროცესს ანელებს

2018.10.03 14:34:57
მეცნიერებმა აღმოაჩინეს ნივთიერება, რომელიც დაბერების პროცესს ანელებს

მინესოტის უნივერისიტეტისა და მაიოს კლინიკის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ბუნებრივი ნივთიერება ფიზეტინი, რომელსაც ბევრი ბოსტნეული და ხილი შეიცავს, დადებითად მოქმედებს ჯანმრთელობის მდომარეობასა და სიცოცხლის ხანგრძლივობაზე.

 

ასაკის მატებასთან ერთად ადამიანის ორგანიზმში უჯრედების დაბერებისა და დაზიანებული უჯრედების დაგროვების პროცესი იწყება.

 

სპეციალისტების თქმით, ახალგაზრდობაში იმუნური სისტემა წარმატებით ასუფთავებას ორგანიზმს ასეთი უჯრედებისგან, თუმცა ასაკთან ერთად ეს პროცესი ქვეითდება, რაც ადამიანის კანის გაუარესებას იწვევს. 

 

მეცნიერებმა ექსპერიმენტი ხანდაზმულ თაგვებზე ჩაატარეს და აღმოაჩინეს, რომ ფიზეტინი ორგანიზმში დაზიანებული უჯრედების დონეს ამცირებს, რაც, თავის მხრივ, ჯანმრთელობაზე დადებითად აისახება. 

 

სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ფიზეტინის დახმარებით სიცოცხლე ხანგრძლივდება.