რა დაავადებას იწვევს ბავშვის აღზრდა სიღარიბეში

2018.10.01 11:22:06
რა დაავადებას იწვევს ბავშვის აღზრდა სიღარიბეში

სიღარიბეში გატარებულმა ბავშვობამ შესაძლოა, სიბერეში კოგნიტიურ ფუნქციებზე ნეგატიური გავლენა იქონიოს და ალცჰაიმერის დაავადება გამოიწვიოს. ასეთ დასკვნამდე ჩეხეთის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის მეცნიერები მივიდნენ.

 

ჟურნალ Neurology-ში გამოქვეყნებული კვლევის შედეგების მიხედვით, საერთო ჯამში გამოიკითხა 71 წლის ასაკის 20 ათასი ევროპელი 16 ქვეყნიდან. კოგნიტიური ფუნქციების შესამოწმებლად მათ მეხსიერებისა და სიტყვათა მარაგის ტესტები ჩაუტარდათ. ყველაზე დაბალი შედეგები აჩვენა 844-მა ადამიანმა, რომლებმაც, როგორც აღმოჩნდა, ბავშვობა სიღარიბის ზღვარს მიღმა გაატარეს.

 

ამგვარად, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მძიმე ბავშვობას მომავალში არასახარბიელო გრძელვადიანი შედეგები მოჰყვება. მათი აზრით, ალცჰაიმერის დაავადებისგან დაცვის მეთოდების გამოყენება ადრეულ ასაკშივე უნდა ხდებოდეს.