C ჰეპატიტის მკურნალობა ფასიანი ხდება?

2018.07.29 15:54:52
C ჰეპატიტის მკურნალობა ფასიანი ხდება?

ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, აკაკი ზოიძის თქმით, 2020 წლის შემდეგ საქართველოში C ჰეპატიტის მკურნალობა ფასიანი გახდება. 

 

ის მოუწოდებს იმ მოქალაქეებს, რომლებაც იციან, რომ აქვთ C ჰეპატიტის დაავადება, დროულად მიმართონ C ჰეპატიტის ელიმინაციის უფასო პროგრამას. ამის შესახებ სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ წერს.

 

აკაკი ზოიძის განცხადებით, C ჰეპატიტით დაავადებული 150 000 ადამიანიდან ამ დროისთვის 65 000 პირი ფაქტობრივად, სრულად განიკურნა. 

 

„დადგენილია, რომ ქვეყანაში 150 000 ადამიანს აქვს ეს დაავადება. საოცრებაა, რომ 65 000 ადამიანიდან, რომელმაც გამოიკვლია და იმკურნალა, 98%-მდე განიკურნა. 25 000 ადამიანმა კი იცის, რომ აქვს  C ჰეპატიტი და არ მკურნალობს. ეს არიან ის ადამიანები, რომლებზეც ყველამ ერთად უნდა გავაკეთოთ მობილიზება და მივიყვანოთ სამკურნალოდ იმიტომ, რომ ეს არის 25 000 გადარჩენილი სიცოცხლე. მათ არ იციან, რამდენად მძიმეა ეს დაავადება, როდესაც არ აწუხებთ ეს პრობლემა, ჰგონიათ, რომ მომავალშიც არ შეაწუხებთ. სინამდვილეში, მათთვის ეს არის გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა. მობრძანდით, იმკურნალეთ, ეს არის უნიკალური შესაძლებლობა 2020 წლამდე“ - თქვა ზოიძემ.

 

დღეს საქართველოს მთავრობამ C ჰეპატიტთან ბრძოლის ახალი კამპანია - STOP C დაიწყო. ეს ეტაპი გულისხმობს იმ ადამიანების გამოვლენასა და მკურნალობას, რომლებმაც ჯერ არ იციან, რომ დაავადებულები არიან.

 

საქართველოში C ჰეპატიტთან ბრძოლის სახელწიფო პროგრამის ფარგლებში, 2015 წლის აპრილიდან 2018 წლის 30 ივნისამდე პერიოდში მკურნალობა 43 861 პაციენტმა დაასრულა. ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, დაავადებულების 98 %-ი განიკურნა.