საქართველოში გულის იმპლანტაცია შესაძლებელი გახდება

2018.04.21 14:12:53
საქართველოში გულის იმპლანტაცია შესაძლებელი გახდება

ბოხუას სახელობის კარდიოვასკულარული ცენტრის განმარტებით, საქართველოში გულის იმპლანტაცია შესაძლებლი გახდება. 

 

ამის შესახებ სფეროს სპეციალისტებმა Holiday Inn-ში გულის უკმარისობის მკურნალობის უახლესი რეკომენდაციების და სტანდარტების შესახებ გამართულ კონფერენციაზე ისაუბრეს. 

კონფერენციაზე გერმანელმა სპეციალისტებმა, ქართველ კარდიოლოგებთან და კარდიოვასკულარული ცენტრის წამყვან სპეციალოსტებთან ერთად ისაუბრეს გულის იმპლანტაციის შესახებ, რისი დანერგვაც სამომავლოდ საქართველოში, ნ.ბოხუას სახელობის კარდიოვასკულარულ ცენტრში განხორციელდება.

პროცედურა გულის ხელოვნური პარკუჭის იმპლანტაციას გულისხმობს და ამიერკავკასიაში გულის იმპლანტაციის შესაძლებლობას პირველად გააჩენს.

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, კონფერენცია მნიშვნელოვანია იმ მხროვ, რომ ქვეყანაში სიკვდილიანობის მიზეზი ხშირად კარდიოლოგიური დაავადებები ხდება.