ადამიანის უჯრედების ნახევარზე მეტი ადამიანური არ არის

2018.04.16 13:15:06
ადამიანის უჯრედების ნახევარზე მეტი ადამიანური არ არის

მეცნიერები ამბობენ, რომ ადამიანის უჯრედების ნახევარზე მეტი ადამიანური არ არის. ამის შესახებ BBC წერს. 

 

როგორც მკვლევარები განმარტავენ, ადამიანის ორგანიზმში ადამიანური უჯრედების პროცენტული რაოდენობა 43-ს შეადგენს, დანარჩენი კი მიკროსკოპული კოლონიზატორებია. ანუ სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ ბაქტერიები და ვირუსებია. 

 

მეცნიერები ამბობენ, რომ ადამიანის სხეულში ეს პროცესები ხშირად იცვლება, რაც სხვადასხვა დაავადებების მიმართ შეხედულებას ცვლის. 

 

რაც არ უნდა იყოს, თუ მიკროორგანიზმების ყველა გენს თუ შევკრებთ, რომელიც ადამიანის სხეულში ცხოვრობს მათი რიცხვი 20 მილიონს მიაღწევს.