თუ იმუნიტეტი თქვენთვის მნიშვნელოვანია!

2018.04.12 11:55:10
თუ იმუნიტეტი თქვენთვის მნიშვნელოვანია!

იმუნიტეტი ეს არის ორგანიზმის დამცველობითი ფუნქცია სხვადასხვა ვირუსული, ბაქტერიული, სოკოვანი ან პარაზიტული ინფექციების მიმართ.

 

როგორც ხედავთ, ის თქვენ გიცავთ, შესაბამისად, სასურველია მის გასაძლიერებლად თავადაც იზრუნოთ. წარმოგიდგენთ რამდენიმე რეკომენდაციას, რომლის შესრულებაც მარტივია:

• ვიტამინებისა და მინერალების დანამატის სახით მიღების ნაცვლად შეგიძლიათ ეს ყოველივე ბუნებრივი გზით აითვისოთ. ამისთვის კი დაგჭირდებათ ჯანსაღი კვების რაციონი. პროდუქტის საკვები ნივთიერება უზრუნველყოფს ბალანსსა და ჰარმონიას, რომელიც თქვენი ორგანიზმისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. აუცილებელია ხშირად მიირთვათ ხილი, ბოსტნეული და მთლიანი მარცვლეული;

• როცა ჯანსაღი კვების რაციონსა და იმუნიტეტისთვის სასარგებლო პროდუქტებზე ვსაუბრობთ, განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ნიორი;

• იმუნიტეტის ბუნებრივი გზით გაძლიერებაში დაგეხმარებათ ფიზიკური აქტივობა. ვარჯიში, სეირნობა ძალიან სასარგებლოა. როცა ფიზიკურად აქტიური ბრძანდებით, სტრესის ჰორმონის დონე მნიშვნელოვნად ქვეითდება;

• თქვენს ჯანმრთელობაზე დადებითად აისახება D ვიტამინი. ორგანიზმი ამ ვიტამინს მზის სხივების წყალობით ითვისებს. ისიამოვნეთ მზიან ამინდში სუფთა ჰაერზე სეირნობით. ასევე შეგიძლიათ მიირთვათ ამ ვიტამინით მდიდარი საკვები;

• უძილობა იმუნიტეტის მტერია;

• იმუნურ სისტემას ასუსტებს სიგარეტი და ალკოჰოლი.