გარდაცვლილის ორგანოების გადასანერგად ოჯახის თანხმობა აღარ იქნება საჭირო?!

2018.04.04 13:41:11
გარდაცვლილის ორგანოების გადასანერგად ოჯახის თანხმობა აღარ იქნება საჭირო?!

გარდაცვლილის ორგანოების გადასანერგად ოჯახის თანხმობა აღარ იქნება საჭირო?!

 

მექსიკის სენატმა მხარი დაუჭირა ჯანდაცვის სისტემის რეფორმას, რომელიც გარდაცვლილი ადამიანის ჯანმრთელი ორგანოების დონაციას გულისხმობს. ამის შესახებ ინფორმაცია მექსიკის სენატმა Twitter-ზე განათავსა.

 

პროექტს მხარი 75-მა დეპუტატმა დაუჭირა, ერთმა წინააღმდეგ მისცა, ხოლო ერთმა თავი შეიკავა პოზიციის დაფისქირებისგან.

 

კანონპროექტის მიხედვით, სამედიცინო დასკვნის თანახმად, თუ გარდაცვლილი ზრდასრულის ორგანიზმი ჯანმრთელი იქნება, მისი ორგანოების დონაცია გარდაცვლილის ოჯახის წევრების თანხმობის გარეშე მოხდება.

 

კანონის აღსრულებას ხელი შეიძლება შეუშალოს მხოლოდ მომაკვდავის მიერ დატოვებულმა ოფიციალურმა წერილმა, რომლითაც ის საკუთარი ორგანოების დონაციაზე უარს ამბობს.

 

იმისთვის, რომ კანონპროექტი ძალაში შევიდეს, მას მექსიკის პალატის დეპუტატებმა უნდა დაუჭირონ მხარი.