ქალაქური ცხოვრება თავის ტვინზე მოქმედებს

2018.03.07 13:36:52
ქალაქური ცხოვრება თავის ტვინზე მოქმედებს

მეცნიერების მტკიცებით, „ქალაქის მკვიდრთა ტვინი სოფლელების ტვინთან შედარებით განსხვავებულად მუშაობს“. 

 

როგორც გაზეთი “The Gud-rdian” იუწყება, „ მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ  სტრესის მომენტში  ქალაქში მცხოვრებთა ტვინის ორი მონაკვეთი, რომლებიც ემოციებსა და მოუსვენრობას აწესრიგებენ, ჰიპერაქტიური ხდება“. სწავლულთა  აზრით, ეს შეიძლება  მოქალაქეთა  ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების სიუხვით იყოს გამოწვეული.

გამოკვლევებმა ცხადჰყო, რომ  ფსიქიკური აშლილობის ალბათობა ქალაქებში 21 პროცენტით მეტია, ხოლო განწყობის ცვალებადობა 39  პროცენტით  სჭარბობს და რომ ისინი, ვინც ქალაქში  დაიბადა  და  გაიზარდა, შიზოფრენიით დაავადების ორჯერ მეტი რისკის წინაშე დგანან. გერმანიაში ჰეიდელბერგის უნივერსიტეტის  პროფესორმა  ანდრეას მეიერ-ლინდერბერგმა 50 ჯანმთელი მოხალისეს ( სოფლებისა და მსხვილი ქალაქების მკვიდრთ) ტვინის სკანირება იმ დროს ჩაუტარდა, როცა რთულ არითმეტიკულ ამოცანებს  ხსნიდნენ. ექსპერიმენტის მიზანი იყო მონაწილეთა შორის აღლვებისა  და მოსუვენრობის განცდის გამოწვევა იმის გამო,  თუ როგორ შეასრულებდნენ  დავალებას.  შედეგებმა აჩვენა ,რომ  სტრესის დროს  დროებით   ქალაქში მცხოვრებ მონაწილეებში  ზომაზე მეტად გააქტირდა  ნუშისებრი ჯირკვალი. მეიერ-ლინდერბერგის ახსნით, „ეს ჯირკვალი ტვინს აფრთხილებს, აწვდის ინფორმაციას  მოსალოდნელი  სტრესისა და დეპრესიის შესახებ“.  რაც შეეხება ქალაქში დაბადებულებს, ჰიპერაქტიურობას მათთან ტვინის სხვა მონაკვეთი იჩენდა, რომელსაც ფუძის ქერქი ეწოდება.

 პროგნოზების თანახმად, 2050 წლისთვის ქალაქებში მოსახლეობის 70 პროცენტი იცხოვრებს. ასეთი ურმანიზაცია ასოცირდება „ ქრონიკულ აშლილობათა მაღალ რისკთან, უფრო მომთხოვნ, სტრესულ სოციალურ გარემოსთან  და უფრო გამოკვეთილ სოციალურ უთანასწორობასთან“. მეიერ- ლინდენბერგის თქმით,  სტრესის გამომწვევი  ფაქტპორის  გამოვლენა  ქალაქელთა  ცხოვრებასჰი  წინგადდგმული  ნაბიჯია  იმის ცდაში, რომ  უკეთ გავიგოთ, როგორ მოქმედებს ქალაქური ცხოვრება ადამინის  ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. ასეთი  ფაქტორები შიძლება იყოს: სოციალური დაყოფა, ხმაურის  ფონი და  გადატვირთვა . სამოომავლოდ ეს კვლევები შეიძლება გამოიყენონს როგორც რეკომენდაციები ქალაქების დაგეგმარების დროს.