გია მაისაშვილის მდგომარეობა დამძიმდა

2018.02.13 12:34:32
გია მაისაშვილის მდგომარეობა დამძიმდა

გია მაისაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა.

 

ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში, გია მაისაშვილის პირად გვერდზე ვრცელდება:

 

"მოგესალმებით ყველას. გვინდა გაცნობოთ რომ ბოლო დროს გიას ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად დამძიმდა. ის ამჟამად იმყოფება სავადმყოფოში და მთელი ძალით იბრძვის სიცოცხლისათვის. ის შემორტყმულია მისი ოჯახის წევრებით და თითეულ მის გულშემატკივარს გადმოქცემთ უღრმეს მადლობას. თქვენი თანადგომა მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, გამამხვნევებელი, და რაც მთავარია უზომო ენერგიის მიმცემი" - წერია მაისაშვილის ფეისბუქ-გვერდზე.

 

 

გია მაისაშვილი რამდენიმე წელია სიმსივნეს ებრძვის.