მეცნიერებმა ბავშვების უჯრედიდან ახალი ყური გაზარდეს

2018.02.05 13:51:27
მეცნიერებმა ბავშვების უჯრედიდან ახალი ყური გაზარდეს

კვლევაში ჩართული იყო 5 ბავშვი. ყველა პატარას ჰქონდა მიკროტია. 

 

მიკროტია ეწოდება მდგომარეობას, როცა ყური განუვითარებელია. მდგომარეობა ხშირად იწვევს სმენასთან დაკავშირებულ პრობლემებს.

 

ინოვაციური ექსპერიმენტი ჩინელმა მეცნიერებმა ჩაატარეს. მათ პატარა პაციენტების ყურის ხრტილის უჯრედები მეორე ყურიდან ამოიღეს და ახლის შესაქმნელად გამოიყენეს.

კვლევის ავტორებმა ექსპერიმენტის დამადასტურებელი ფოტოები გამოაქვეყნეს.

ინოვაციურ მეთოდზე მუშაობს შანხაიში მდებარე კვლევითი უნივერსიტეტის Jiao Tong University-ს მეცნიერი.

ყურის შექმნის მეთოდი ასეთია - ექსპერტი პაციენტის ჯანმრთელ ყურზე კომიუტერულ ტომოგრაფიულ სკანირებას ატარებს. ამის შემდეგ იქმნება 3D დაპრინტული ასლი. შემდეგი ნაბიჯია ყალიბის დამზადება, რომელიც ივსება პაწაწინა ხვრელებით, იტვირთება მასალით. მეცნიერები მოგვიანებით პაციენტის განუვითარებელი ყურიდან უჯრედის მცირე ზომის მასალას იღებენ და ამ ნიმუშით ხვრელებს ავსებენ.

12 კვირის შემდეგ უჯრედები ზრდა-განვითარებას იწყებენ, ხოლო სხვა ნივთიერებები მცირდებიან.

ასევე ქსოვილის გამაფართოვებელი თავსდება დაზიანებული ყურის კანქვეშ, კანის გაჭიმვის მიზნით. პროცესი გვირგვინდება ყურის სტრუქტურის იმპლანტირებით. უცნობია თუ კონკრეტულად რა დროა საჭირო მთლიანი კურსის დასასრულებლად. მკვლევარები ხუთივე პაციენტს მომდევნო 5 წლის განმავლობაში დააკვირდებიან. პირველი პაციენტის შედეგი წარმატებულია. მან მკურნალობა 2 წლის წინ დაიწყო.