ალცჰაიმერის პრევენციის ერთ-ერთი საშუალება აღმოაჩინეს

2018.02.01 15:13:42
ალცჰაიმერის პრევენციის ერთ-ერთი საშუალება აღმოაჩინეს

სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერები აცხადებენ, რომ 

 

ცხოვრების სტილის ცვლილების წყალობით ალცჰაიმერის დაავადების ყოველი 3 შემთხვევიდან ერთის პრევენციაა შესაძლებელი.

მკვლევარების აზრით, დაავადების პრევენციის ეფექტური საშუალება ვარჯიშია. სწორედ ამ მოსაზრებას იზიარებენ ჰარტფორდის საავადმყოფოს წარმომადგენლები.

 

ახალ სამეცნიერო კვლევაზე მუშაობდა ფიზიოლოგი გრეგორი პანზა. ექსპერტებმა 19 სხვადასხვა ნაშრომი მიმოიხილეს.

ყველა ნაშრომში წარმოდგენილი იყო ინფორმაცია 1 145 ხანდაზმულის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. ყველა მონაწილე ალცჰაიმერის რისკის წინაშე იყო, რადგან ან მათ მშობელს ჰქონდა ეს დიაგნოზი ან თავად აღენიშნებოდა შემეცნებითი უნარის დაქვეითება, რაც მოგეხსენებათ, რომ ალცჰაიმერის დაავადების წინამორბედი სტადიაა.

მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ მათთან შედარებით ვინც აერობიკითა და კუნთის გასამკვრივებელი ვარჯიშებით იყვნენ დაკავებულები, იმ ხანდაზმულების შემეცნებითი ფუნქცია სამჯერ მაღალი იყო, რომლებიც მხოლოდ აერობიკით ვარჯიშობდნენ.

თუმცა კვლევამ ცხადყო, რომ არააქტიური მონაწილეების შემეცნებითი ფუნქცია გაცილებით მეტად იყო დაქვეითებული, ვიდრე იმ ხანდაზმულის, რომელიც ნებისმიერი ტიპის ფიზიკურ დატვირთვას სწყალობდა.