ექიმი- მეტროში დაშავებულებს ქირურგიული ჩარევა ესაჭიროებათ

2018.01.30 12:57:39
ექიმი- მეტროში დაშავებულებს ქირურგიული ჩარევა ესაჭიროებათ

ვარკეთილის მეტროში ჭერის ჩამონგრევის შედეგად დაშავებულთა ნაწილს ქირურგიული ჩარევა სჭირდება.

 

ვარკეთილის მეტროში ჭერის ჩამონგრევის შედეგად დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა რამდენიმე დაშავებულს ქირურგიული ჩარევა სჭირდება.

 

ერთ-ერთ დაშავებულ ახალგაზრდა ქალს დაზიანება სახეზეც აქვს მიღებული, მას დაზიანებული აქვს თვალი, ასევე მოტეხილი აქვს ქვედა კიდური.

 

 

სამედიცინო ბრიგადებმა დაშავებული 11 პაციენტი სხვადასხვა კლინიკაში გადაიყვანეს. რამდენიმე პაციენტი ინგოროყვას კლინიკაშია გადაყვანილი.

 

 

„ოთხი პაციენტია შემთხვევის ადგილიდან მოყვანილი სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ. შემოსვლისას გამოხატულია თავის ტვინის, გულ-მკერდის, წელის და ქვედა კიდურის ტრამვები. ამჟამად მიმდინარეობს კვლევები, უტარდებათ სათანადო გამოკვლევა. ამ ეტაპზე არცერთ პაციენტთან სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება,“ – აცხადებს კონსტანტინე მუმლაძე.