ტკივილგამაყუჩებელი, შესაძლოა, უნაყოფობის მიზეზი გახდეს

2018.01.09 19:43:20
ტკივილგამაყუჩებელი, შესაძლოა, უნაყოფობის მიზეზი გახდეს

ამის შესახებ Science Alert-ი წერს. 

 

კოპენჰაგენის უნივერსიტეტის სპეციალისტებმა აღმოაჩინეს, რომ იბუპროფენი კაცებში უნაყოფობის განვითარებას უწყობს ხელს. 

 

2017 წელს დასავლეთის ქვეყნებში მცხოვრებ კაცებში სპერმატოზოიდების რაოდენობა 50%-ით შემცირდა. მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ამის მიზეზი ჰორმონალური დარღვევებია, რომელსაც, მაგალითად, ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატების გადაჭარბებულად მიღება იწვევს.

 

დანიელი მეცნიერების მიერ ჩატარებულ კვლევაში 18-დან 35 წლამდე 31 კაცი მონაწილეობდა. ერთ ნაწილს 6 კვირის განმავლობაში იბუპროფენის განსაზღვრულ დოზას, დღეში 600 მილიგრამს ასმევდნენ, რაც 3 აბის ეკვივალენტურია. მეორე ნაწილი კი პლაცებოს იღებდა.

 

2 კვირის განმავლობაში კაცებს, რომლებიც პრეპარატებს იღებდნენ, ფოლიკულო მასტიმულირებელი ჰორმონის გამოყოფა გაუძლიერდათ. ეს ნაერთი რეპროდუქციული ორგანოების მუშაობის რეგულირებისთვის გამოიყოფა ჰიპოფიზის უჯრედებით.

 

ის გავლენას ახდენს ტესტოსტერონის სინთეზზე, რომელიც სპერმატზოიდების ჩამოსაყალიბებლად აუცილებელი ჰორმონია. თუმცა ფოლიკულო მასტიმულირებელი ჰორმონის კონცენტრაციის ზრდამ შესაძლოა ჰიპოგონადიზმი გამოიწვიოს.ამ დროს ორგანიზმი ტესტოსტერონის გამოყოფას ამცირებს, რაც უნაყოფობას იწვევს.

 

მეცნიერების თქმით, ექსპერიმენტის დროს იბუპროფენის გონივრული დოზით გამოყენების უარყოფითი შედეგები მკვეთრად არ გამოვლენილა. თუმცა მისი ხანგრძლივად და დიდი დოზით გამოყენებას შეუძლია რეპროდუქციული სისტემის მუშაობა მნიშვნელოვნად გააუარესოს.