სასწრაფოდ! თუ ეს სიმპტომები გაწუხებთ, იმუნიტეტს დახმარება სჭირდება

2017.12.26 12:25:43
სასწრაფოდ! თუ ეს სიმპტომები გაწუხებთ, იმუნიტეტს დახმარება სჭირდება

რამდენიმე ნიშანი იმისა, რომ იმუნიტეტს დახმარება სჭირდება.

 

ჩვენი ორგანიზმი იმუნური სისტემის დახმარებით თავს იცავს ვირუსისგან, ბაქტერიისა და სხვა დაავადებისგან. თუმცა ზოგჯერ იმუნიტეტი სუსტდება! არაჯანსაღი კვების რაციონის, სტრესისა თუ ზოგიერთი დაავადების გამო მისი ფუნქციობა დაქვეითებულია.

 

წარმოგიდგენთ რამდენიმე სიმპტომს, რომელიც დასუსტებულ იმუნიტეტზე მიგვანიშნებს:

• დაღლილობა შესაძლოა სხვადასხვა მიზეზით იყოს გამოწვეული. თუმცა როცა ეს უსიამოვნო შეგრძნება თავს დიდხანს არ განებებთ, შესაძლოა დასუსტებულ იმუნიტეტთან გქონდეთ საქმე. მაგალითად, დილით იღვიძებთ და ისეთი განცდა გაქვთ თითქოს ღამით საერთოდ არ გეძინათ, გამოფიტული და დაუძლურებული ხართ, პატარა, უმნიშვნელო საქმეც კი დისკომფორტს გიქმნით, ტემპერატურის ცვლილება დეპრესიას ან გულისრევას იწვევს – ყველა ეს სიმპტომი საყურადღებოა! 

• საშარდე ტრაქტის ინფექცია, კუჭის პრობლემა, ღრძილის ანთება, ხშირი დიარეა – ეს ყველაფერი იმის ნიშანია, რომ თქვენი იმუნური სისტემა სათანადოდ ვეღარ ფუნქციობს;

• თუ ხშირად ცივდებით, აუცილებლად მიმართეთ ექიმს. სასურველია ჩატარდეს ლეიკოციტების ანალიზი! 

• ზოგიერთი ადამიანი სხვებთან შედარებით გაცილებით ხშირად იტანჯება ალერგიული რეაქციით. თუ ეს საკითხი თქვენთვის ნაცნობია, შესაძლოა, იმუნიტეტი გქონდეთ დასუსტებული;

• თუ ტრავმის განკურნებას დიდი დრო სჭირდება.