მამაკაცებთან შედარებით ასთმა უფრო ხშირად ქალბატონებში ვლინდება

2017.12.15 12:26:57
მამაკაცებთან შედარებით ასთმა უფრო ხშირად ქალბატონებში ვლინდება

რა არის ამის მიზეზი?

 

ოფიციალური სტატისტიკით, ყოველი 10 ბრიტანელი ქალბატონიდან ერთი ასთმით იტანჯება. მეცნიერები განმარტავენ, რომ ქალის ორგანიზმში გაცილებით მეტი იმუნური უჯრედია, რომელიც ასთმასთანაა დაკავშირებული. ეს უჯრედები გამოიმუშავებენ ცილებს და ამ პროტეინების გამო იზრდება ფილტვში ლორწოსა და ანთების მაჩვენებელი. მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ ტესტოსტერონი ბლოკავს მათ და შესაბამისად, ამ დაზიანებული პროტეინების რიცხვიც მცირდება.

 

ნაშრომზე მუშაობდნენ ვანდერბილტის უნივერსიტეტის მეცნიერები.

„მამაკაცებთან შედარებით ასთმით უფრო ხშირად ქალები ავადობენ, მაგრამ ეს სამეცნიერო კვლევა გამორჩეულია! ვიცოდით, რომ ჰორმონებსა და ასთმას შორის კავშირია, მაგრამ ეს ნაშრომი საშუალებას მოგვცემს იმ უჯრედის იდენტიფიცირება მოვახდინოთ, რომელიც უფრო მეტად ჭარბობს ასთმით დაავადებული ქალის ორგანიზმში“, – განაცხადა ასთმის კვლევითი ორგანიზაციის research and policy at Asthma UK–ის დირექტორმა სამანტა ვოლკერმა.

როგორც სტატიაში ვკითხულობთ, ბრიტანეთში მცხოვრებ 5.4 მილიონ ადამიანს ასთმა აქვს, რომელიც როგორც წესი თავს იჩენს ბავშვობაში, მაგრამ ასევე შესაძლოა გამოვლინდეს ზრდასრულ ასაკში.