რა კავშირშია წონა ძუძუს კიბოს რისკთან - კვლევის შედეგები

2017.12.11 13:18:58
რა კავშირშია წონა ძუძუს კიბოს რისკთან - კვლევის შედეგები

წონაში კლება პოსტკლიმატერულ ასაკში მნიშვნელოვნად ამცირებს

ძუძუს კიბოს განვითარების რისკს. ამ დასკვნამდე აშშ-ში ჩატარებული კვლევის შედეგად მივიდნენ. მანამდე მხოლოდ მასის ინდექსსა და ძუძუს კიბოს რისკებს შორის კავშირი იყო დადგენილი. ჭარბწონიან ქალებში ეს რისკი მაღალი იყო, თუმცა არ ჰქონდათ ზუსტი დაკსვნა იმის თაობაზე, რომ წონაში დაკლება ამ რისკს შეამცირებდა. კალიფორნიის სამეცნიერო კვლევით ცენტრში City of Hope, ონკოლოგიისა და თერაპიის კათედრის მეცნიერებმა 11 წლის განმავლობაში 50-დან 79 წლამდე 60 ათასზე მეტი ქალის მონაცემები გააანალიზეს. მათგან 3 ათასს მოცემულ მომენტში უკვე ჰქონდა ძუძუს ინვაზიური კიბო. ქალების იმ ნაწილს, რომლებმაც წონაში 5 %-ით დაიკლეს, სიმსივნის განვითარების რისკი 12 %-ით შეუმცირდათ. უფრო მეტიც - რაც მეტად ილებდნენ წონაჭი, მით მეტად იკლებდა რისკიც. მაგალითისთვის 168 სანტიმეტრი სიმაღლის და 76 კგ წონის ქალს 12 კგ უნდა დაეკლო იმისათვის, რომ კიბოს რისკი 37 %-ით შემცირებოდა. მეცნიერების განმარტებით, ნაკლები ცხიმი ესტროგენის ნაკლებ დონეს ნიშნავს. ეს კი კიბოს განვითარების რისკებს ამცირებს.