ბავშვთა აცრები სავალდებულო გახდება

2017.09.13 12:35:22
ბავშვთა აცრები სავალდებულო გახდება

ბავშვები, რომლებსაც აცრები არ ექნებათ გაკეთებული, შესაძლოა, სკოლებში არ მიიღონ.

 

ახლო მომავალში ბავშვთა აცრები სავალდებულო გახდება. დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში უკვე მუშაობენ შესაბამის კანონპროექტზე.

გადასაწყვეტი რჩება ერთი მნიშვნელოვანი საკითხი - რა სანქციები უნდა დაეკისროთ მშობლებს, რომლებიც საკუთარი შვილების აცრაზე უარს ამბობენ.