მანგოს გულის დაავადებისა და დიაბეტის თავიდან აცილება შეუძლია

2017.09.12 14:58:04
მანგოს გულის დაავადებისა და დიაბეტის თავიდან აცილება შეუძლია

მანგოს გულის დაავადებისა და დიაბეტის თავიდან აცილება შეუძლია.

 

როგორც სტატიაში ვკითხულობთ, ეგზოტიკური ხილი სისხლში შაქრის დონის გაკონტროლებასა და ცუდი ქოლესტერინის დაქვეითებაში გვეხმარება.

 

ილინოისის ტექნოლოგიური ინსტიტუტის წარმომადგენლებმა 7 სამეცნიერო ნაშრომი შეისწავლეს. მათ აღმოაჩინეს, რომ მანგოს შეუძლია სისხლში შაქრის დონე გააკონტროლოს და ეს ეფექტი ვლინდება როგორც ადამიანებზე, ასევე თაგვებზე ჩატარებულ ექსპერიმენტში.

 

2013 წელს კორეელმა მკვლევარებმა გამოთქვეს მოსაზრება, რომ მანგოს ერთ–ერთი დადებითი თვისება ნაოჭებთან ბრძოლა, კოლაგენის დაცვაა. მოგეხსენებათ, კოლაგენის ფუნქციონირება ასაკის მატებასთან ერთად ბუნებრივად ქვეითდება, შესაბამისად, კანი ელასტიურობას კარგავს.

 

ამერიკელ მეცნიერთა აზრით, დამატებითი კვლევაა საჭირო იმისთვის, რომ უკეთ შეისწავლონ ამ ხილის დადებითი თვისებები.