რამდენიმე ხერხი, რომელიც ტვინის დაბერების პროცესს ანელებს

2017.09.04 12:39:54
რამდენიმე ხერხი, რომელიც ტვინის დაბერების პროცესს ანელებს

სასურველია, გაითვალისწინოთ ეს რეკომენდაცია.

 

მოგეხსენებათ, ასაკის მატებასთან ერთად ჩვენი ორგანიზმის მთელი სისტემა თანდათანობით უარესდება და ამ პროცესში ჩართულია ტვინიც. ბევრი ხანდაზმული შიშობს, რომ მეხსიერების დაქვეითება აუცილებლად ალცჰაიმერის დაავადებასთან თუ დემენციასთანაა კავშირში. თუმცა გაითვალისწინეთ, რომ ალცჰაიმერი ნამდვილად არ არის დაბერების პროცესის ნორმალური მდგომარეობა.

 

ცნობილია, რომ ზოგიერთი ფაქტორი აჩქარებს ტვინის დაბერების პროცესს. რისკ–ფაქტორებს შორის პირველ ადგილზეა სიმსუქნე. მნიშვნელოვანია კვების რაციონიც. მკვლევარები შიშობენ, რომ გაზიანი სასმელების სიყვარული ტვინზე უარყოფითად აისახება. ჭარბი დოზით შაქრის შემცველი პროდუქტების გამო კი დროთა განმავლობაში მცირდება ტვინის მოცულობა, სუსტდება ეპიზოდური მეხსიერება, დუნდება ჰიპოკამპუსი.

 

იმისთვის, რომ ხელი შეუშალოთ ტვინის დაბერებას და ეს პროცესი შეანელოთ რეკომენდებულია:

 

· ივარჯიშეთ;

 

· დაკავდით ისეთი საქმიანობით, რომელიც აღრმავებს, ასტიმულირებს ინტელექტუალურ უნარს;

 

· იყავით სოციალურად აქტიური;

 

· იკვებეთ ჯანსაღი, ბალანსირებული რაციონით;

 

· სასურველია მშვიდი ძილი.