კიბოსა და ინფარქტის საწინააღმდეგო პრეპარატი აღმოაჩინეს

2017.08.28 16:14:13
კიბოსა და ინფარქტის საწინააღმდეგო პრეპარატი აღმოაჩინეს

კიბოსა და ინფარქტის საწინააღმდეგო პრეპარატი აღმოაჩინეს.

 

მეცნიერების საერთაშორისო გუნდმა აღმოაჩინა, რომ კანაკინუმაბის პრეპარატი ერთდროულად ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისა და კიბოს განვითარების რისკებს. შესაბამის კვლევას ვრცლად გამოცემა The Guardian-ი აქვეყნებს. 

 

გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკის განვითარება, მათ შორის ფატალური შემთხვევების ჩათვლით, კანაკინუმაბის ინექციის შემდეგ, 15%-ით შემცირდა, ხოლო გულის შუნტირების აუცილებლობა პაციენტების 30%-ს შეუმცირდა. კიბოს განვითარება (კერძოდ, ფილტვის სიმსივნე) 75%-ით შემცირდა. წარმატებული შედეგების მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია. 

 

კვლევას 2011-2014 წლებში ატარებდნენ და მასში მონაწილეობა დაახლოებით 17,5 ათასმა ადამიანმა მიიღო. პაციენტების საშუალო ასაკი 61 წელი იყო, რომლებმაც მიოკარდიუმის ინფარქტი ჰქონდათ გადატანილი. 

 

"ცხოვრების მანძილზე, კარდიოლოგიური პრევენციის სფეროში სამი გლობალური ეპოქა ვნახე: უპირველეს ყოვლისა, ჩვენ ვაღიარეთ დიეტისა და ვარჯიშის მნიშვნელობა და სიგარეტის მოწევის შეწყვეტის აუცილებლობა. მეორე - დავინახეთ იმ პრეპარატების ღირებულება, რომლებიც ამცირებს ცხიმის დონეს. ახლა კი კარს მესამე ეპოქაში ვხსნით", - განაცხადა კვლევის თანაავტორმა პოლ რიდკერმა.