საქართველოში უახლესი სტანდარტების დიაგნოსტიკური ცენტრი გაიხსნა

2019.11.15 17:15:34
საქართველოში უახლესი სტანდარტების  დიაგნოსტიკური ცენტრი გაიხსნა

 

მარდალეიშვილის სამედიცინო ჯგუფი“ ახალ ცენტრში პაციენტებს რადიოლოგიური კვლევების სრულ სპექტრს სთავაზობს

15 ნოემბერს „მარდალეიშვილის სამედიცინო ჯგუფის“ ინიციატივით, უახლესი სტანდარტების დიაგნოსტიკურ ცენტრში (მის: თბილისი, თამარაშვილის #4), მედიის წარმომადგენლებისთვის საინფორმაციო ტური მოეწყო. ტური გაცნობითი ხასიათის იყი, რომლის მიზანს უახლესი სტანდარტების ახალი დიაგნოსტიკური ცენტრის დემონსტრირება წარმოადგენდა. თანამედროვე ინფრასტრუქტურით მოწყობილი ახალი დიაგნოსტიკური ცენტრი 3,000 კვ/მ ფართობზეა განლაგებული და ულტრათანამედროვე, უახლესი მოდელების სამედიცინო აპარატურით არის აღჭურვილი.

ოწვეულმა სპეციალისტებმა ტურის მონაწილეებს დიაგნოსტიკური ცენტრის უნიკალურ შესაძლებლობები გააცნესს. კლინიკა პაციენტებს რადიოლოგიური კვლევების სრულ სპექტრს, მათ შორის, თანამედროვე სტანდარტების გათვალისწინებითა და დახურულ ავტომატიზირებულ სისტემებზე მოწყობილ ლაბორატორიას სთავაზობს. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული სტანდარტების შესაბამისად ჩატარებული ლაბორატორიული კვლევა მაქსიმალური სიზუსტით დიაგნოსტირებას უზრუნველყოფს.

მარდალეიშვილის სამედიცინო ჯგუფი“ თანამშრომლობს GENERAL ELECTRIC-თან და შესაბამისად, დიაგნოსტიკური ცენტრი აღჭურვილი იქნება კომპანიის თანამედროვე აპარატურით, რომელიც უნიკალურია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ რეგიონშიც. კერძოდ, აღსანიშნავია უახლესი მოდელის, 3 ტესლა სიმძლავრის ბირთვულ-მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფი, ასევე, მამოგრაფი ტომოსინთეზის ფუნქციით, რაც მნიშვნელოვნად ზრდის სარძევე ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნეების ადრეული გამოვლინების და ზუსტი დიაგნოზის დასმის საშუალებებს. გარდა ამისა, „მარდალეიშვილის დიაგნოსტიკური ცენტრი“ გამოირჩევა ულტრათანამედროვე მოდელების კომპიუტერული ტომოგრაფით, დენსიტომეტრით, ექოსკოპებით, ენდოსკოპებით, რენტგენოსკოპიური და რენტგენოგრაფიული აპარატურით.

მარდალეიშვილის დიაგნოსტიკური ცენტრის“ აღჭურვისთვის 20 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა. ამ ეტაპზე კლინიკაში დასაქმებულთა რიცხვი 120 ადამიანს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ „მარდალეიშვილის დიაგნოსტიკურ ცენტრში“ პაციენტებს სამედიცინო კვლევებს და კონსულტაციებს უტარებენ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ამერიკასა და ევროპაში აღიარებული წამყვანი ექიმები. თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილი დიაგნოსტიკური ცენტრი მაღალი ხარისხით შეძლებს საქართველოს მოსახლეობის სამედიცინო საჭიროებების დაკმაყოფილებას.