ფრანგმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს ცილა, რომელიც ებრძვის სიბერეს და სიმსივნის განვითარებას

2019.10.24 13:22:04
ფრანგმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს ცილა, რომელიც ებრძვის სიბერეს და სიმსივნის განვითარებას

საფრანგეთში, პასტერის უნივერსიტეტის მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ცილა GDF11-ი სიბერეს ებრძვის და ორგანიზმს სიმსივნის განვითარებისაგან იცავს. კვლევის შედეგები  პორტალ MedicalXpress-ზე გამოქვეყნდა.

 

მკვლევარების ჯგუფმა ჩაატარა ცდა თაგვებზე, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ცილას შეუძლია დიეტის იმიტაცია რომელიც ეფექტურია გულის და ონკოლოგიური დაავადებების დროს. ამის გარდა ცილის ინექციამ ხანდაზმულ თაგვებში სისხლძარღვების ფუნქცია აღადგინა, ხოლო ტვინში გააძლიერა ნეიროგენეზი. (ნეიროგენეზი –პროცესია, რომლის მეშვეობითაც ჩვენს ტვინს შეუძლია ახალი ნეირონების შექმნის და მათი შეერთების სტიმულირება მოახდინოს).  

 

„ეს მონაცემები იმედისმომცემია და მხარს უჭერს იდეას, რომ GDF11 მეტაბოლური დაავადებების სამკურნალოდ გამოიყენონ. კერძოდ როგორიცაა ჭარბი წონა და ნეირო დაავადებები,“- ამბობს ფრანგი პროფესორი პიერ-მარი ლედო.  

 

 

 

წყარო: იმედინიუსი