რომელი დაავადებების სამკურნალოდ გამოიყენება თაფლი

2019.10.21 15:25:25
რომელი დაავადებების სამკურნალოდ გამოიყენება თაფლი

თაფლი სრულფასოვანი სუპერპროდუქტია. ის გულის დაავადებებისა და კიბოს საპროფილაქტიკო საშუალებაა. ამის მიზეზი მასში დიდი კონცენტრაციით ფლავონოიდებისა და ანტიოქსიდანტების არსებობაშია. თაფლი ასევე აქვეითებს წყლულოვანი დაავადებისა და კუჭ-ნაწლავის სისტემის სხვა პათოლოგიების, კერძოდ ბაქტერიული გასტროენტერიტის, რისკს.

 

სოკოს საწინააღმდეგო და ანტიბაქტერიული ეფექტი ასევეა თაფლის არსენალში წყალბადის ზეჟანგის გამომმუშავებელი ენზიმის არსებობის ხარჯზე. გარდა ამისა, თაფლი ხელს უწყობს ჭრილობებისა და დამწვრობისას ქსოვილების რეგენერაციასა და აღდგენას. თაფლი აუმჯობესებს სპორტსმენების მაჩვნებლებს. ის ამცირებს დატვირთვის შემდეგ რეგენერაციისთვის საჭირო დროს და აღადგენს გლიკოგენის დონეს.

 

თაფლში შეიძლება ვიპოვოთ სასარგებლო ბაქტერიები (6 ტიპის ლაქტობაქტერია და 4 ტიპის ბიფიდობაქტერია). გამოდის, რომ თაფლი იდეალური პრობიოტიკიცაა. ადგილობრივი გამოყენებისას კი, თაფლი აუმჯობესებს კანის მდგომარეობასაც.

 

 

 

წყარო: მკურნალი