უცნაური დაავადება– 21 წლის გოგოს ოფლის სახით სისხლი მოსდის (ფოტო)

2017.10.24 12:43:54
უცნაური დაავადება– 21 წლის გოგოს ოფლის სახით სისხლი მოსდის (ფოტო)

იტალიელმა ექიმებმა 21 წლის გოგო საავადმყოფოში უცნაური დაავადების გამო დააწვინეს.

მას ყოველგვარი დაზიანების გარეშე სახიდან და ხელის გულებიდან სისხლი მოსდის. ინფორმაციას Medical Association Journal-ი ავრცელებს. პაციენტის თქმით, ის ამ დაავადებით უკვე სამ წელზე მეტია იტანჯება, თუმცა დაავადების მიზეზი აქამდე ვერც ერთმა ექიმმა ვერ დაადგინა. მისივე თქმით, სისხლდენა მოულოდნელად ეწყება და პროცესი ხუთ წუთამდე გრძელდება. ამ დაავადების გამო ახალგაზრდა ქალი დეპრესიაშია და საზოგადოებაში ყოფნასაც ერიდება. ამჯერად ექიმები ამბობენ, რომ გოგოს იშვიათი დაავადება სჭირს. მისი ოფლი სისხლს ერევა და გარეთ გამოდის. მიზეზი კი სისხლძარღვების დაზიანებაა. პაციენტს მკურნალობის კურსი დაუნიშნეს, თუმცა ექიმები მას სრული გამოჯანმრთელების იმედს არ აძლევენ.