დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოსახლეობას აფრთხილებს

2017.10.14 09:48:30
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოსახლეობას აფრთხილებს

ცენტრი განმარტავს,რომ გრიპის ვირუსი ჯერ საქართველოში დაფიქსირებული არაა, თუმცა მსგავსი ვირუსები უკვე ფიქსირდება.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოსახლეობას მოუწოდებს გრიპის საწინააღმდეგო აცრები დროულად ჩაიტარონ:"ვაქცინა გრიპის საწინააღმდეგო პრევენციის ყველაზე ეფექტური საშუალებაა და მისი გაკეთება რეკომენდებულია ოქტომბრის თვიდან. სახელმწიფო გრიპის აცრებს რისკ ჯგუფებისთვის უფასოდ გააკეთებს, ესენია 18 წლამდე ასაკის დიაბეტის მქონე პირები, დიალიზზე მყოფები, C-ჰეპატიტის მქონე პირები, პენსიონერები, სოციალურად დაუცველები და სურვილის შემთხვევაში ორსულები. ასევე, აცრები უფასო იქნება შშმ პირებისთვის", - აღნიშავენ ცენტრში.