პროდუქტები, რომლებიც მეხსიერებას აუმჯობესებს

2017.10.08 22:37:30
პროდუქტები, რომლებიც მეხსიერებას აუმჯობესებს

ადამიანს მეხსიერების გაუმჯობესებაზე კონკრეტული საკვები განსაკუთრებით დადებითად მოქმედებს.

იმისთვის, რომ მეხსიერება კარგ ფორმაში იყოს, მნიშვნელოვანია ადამიანმა მიიღოს B და ომეგა-3 ჯგუფის ვიტამინები. ფინელი დიეტოლოგი სატუ იუვაკორპი კი ზოგჯერ ზღვის პროდუქტების დიეტის დაცვასაც გვირჩევს. ინფორმაციას ფინური გამოცემა verkkouutiset-ი ავრცელებს. ცნობილია, რომ B ვიტამინის ნაკლებობა, ალკოჰოლის ხშირი მოხმარება და სიგარეტი მეხსიერებაზე უარყოფითად აისახება. რისკის ქვეშ არიან ის ადამიანებიც, რომლებიც დაბალი ხარისხის ნახშირწყლებსა და დიდი ოდენობით ცხოველურ ცხიმს იღებენ. დიეტოლოგი მეხსიერების გასაუმჯობესებლად გვირჩევს მივიღოთ თევზი, რომელიც დიდი ოდენობით ომეგა-3-ს შეიცავს. ეს ხელს უწყობს ტვინის უჯრედებს შორის სიგნალების მიწოდებას. ასევე, სასარგებლოა ზეითუნის ზეთი, მცენარეული საკვები, თეთრი ხორცი, მარცვლელული (შვრია, ქატო და სხვა), ლიმონი და ალკოჰოლის დაბალი შემცველობის მქონე სასმელებიც კი. ტვინის მუშაობას აუმჯობესებს კენკრა, მუქი მწვანე ფერის მქონე ფოთლოვანი ბოსტნეული და თხილი. დადებითად მოქმედებს ტვინზე კაკაო, ყავა და ჩაიც.