ჩიყვის ოპერაცია განაკვეთის გარეშე - ახალი გამოწვევა მედიცინაში

2019.10.08 12:29:10
ჩიყვის ოპერაცია განაკვეთის გარეშე - ახალი გამოწვევა მედიცინაში

ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები ერთ-ერთი აქტუალური პრობლემაა მედიცინაში, რომლის ქირუქგიული მართვაც აუცილებელია. ამ თემაზე გადაცემა “პირადი ექიმი მარი მალაზონიასთან“ ისაუბრა ონკოქირურგმა და პროფესორმა ლევან რამიშვილმა.

 

“სტატისტიკის მიხედვით ,ბოლო 7 წლის განმავლობაში მთელ მსოფლიოში ფარისებრი ჯირკვლის ავთვისებიანი დაავადებები მეორე საფეხურზე დავიდა, მკერდის სიმსივნეების შემდეგ. დაახლოებით 10 წლის წინ, ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიურ დაავადებებს 4% ეკავა ონკოლოგიურ დაავადებებს შორის. მათი გამოვლინება ხდება ადრეულ ეტაპზე, რადგან უფრო დიაგნოსტირებადი არიან პატარა სიმსივნეები. ბოლო 10 წლის მანძილზე, ასევე შეიცვალა პატარა დაავადებების მიმდინარეობა.  ისინი ცოტა აგრესიულები გახდნენ.აღსანიშნავია, რომ სკრინინგ პროგრამებმა ეს დაავადება უფრო წამოწია პირველ საფეხურზე, თუმცა მხოლოდ ამ პროგრამებს არ უნდა დავაბრალოთ ასეთი სტატისტიკური მაჩვენებელი. ეს გამოიწვია აგრეთვე იმან, რომ თავად ამ დაავადების ბუნებაც შეიცვალა და როგორც უკვე ავღნიშნეთ, შედარებით აგრესიული გამოვლინებებისკენ წავიდა.

 

ბოლო 5-6 წლის განმავლობაში დადგა საკითხი, რომ ფარისებრ ჯირკვალზე ოპერაციული ჩარევა ყოფილიყო შედარებით ესთეტიური და გაკეთებულიყო კანზე განაკვეთის გარეშე. ჩვენმა უცხოელმა კოლეგებმა შეძლეს რომ პირის ღრუდან ფარისებრი ჯირკვლის ქირურგიული ჩარევა განეხორციელებინათ. ამას რა თქმა უნდა, გააჩნია თავისი დადებითი მხარეები, მაგალითად ის რომ საკმაოდ ესთეტიურია და ოპრაციული ინტერვენცია პაციენტისთვის შედარებით დამზოგველია. ანუ, ოპერაციის შემდგომ პაციენტის პოსტრეაბილიტაცია იოლად მიდის და ის ადვილად უბრუნდება თავისი ცხოვრების რიტმს.

 

 დადებით მახასიათებლად ასევე, შეგვიძლია ჩავთვალოთ ის, რომ ენდოსკოპიური რეაბილიტაცია გაცილებით მარტივია. ანუ განაკვეთის გარეშე ოპერაციის შემდგომ პაციენტს უფლება აქვს მეორე დღესვე გაეწეროს სახლში  და 4-5 დღის შემდეგ თავისი ცხოვრების რიტმს დაუბრუნდეს.

 

  აღსანიშნავია ისიც, რომ ეს ოპერაცის კეთდება ნარკოზით და მის ჩასატარებლად ასაკი შეზღუდული არ არის."

 

 რა თქმა უნდა, ამ მეთოდსაც  ახლავს გარკვეული სიძნელეები. ლევან რამიშვილმა ამ თემაზეც ისაუბრა და განმარტა თუ რა შემთხვევაში ვერ ჩაუტარდება პაციენტს განაკვეთის გარეშე ოპერაცია.

 

"ერთადერთი შეზღუდვა არის ზოგიერთი მამაკაცის კონსისტენციაში. რთულია ოპერაციის ჩატარება მამაკაცებში, რომელთაც აქვთ მოზრდილი კუნთოვანი სისტემა.

განაკვეთის გარეშე ოპერაციის ჩატარება შეუძლებელია ტოქსიური ფორმების დროს, ავტოიმუნური თიროიდების დროს და გენერალიზებული ფარისებრი ჯირკვლის კიბოების დროს, ანუ როდესაც გვაქვს მეტასტაზი კისრის არეში  ამ ოპერაცის ამ მეთოდით ვერ გავაკეთებთ. “