3 დაავადება, რომელიც ზაფხულში განსაკუთრებით მწვავდება

2019.07.21 16:31:03
3 დაავადება, რომელიც ზაფხულში განსაკუთრებით მწვავდება

ზა­ფხუ­ლის სი­ცხე ადა­მი­ანს უამ­რა­ვი და­ა­ვა­დე­ბის გა­ჩე­ნის და გამ­წვა­ვე­ბის საფრ­თხეს უქ­მნის, რაც ხში­რად შვე­ბუ­ლე­ბის პე­რი­ოდსაც კი უშ­ხა­მებს. ალ­ბათ ცო­ტამ თუ იცის, რომ სწო­რედ ზა­ფხუ­ლის ცხელ პე­რი­ოდს უკავ­შირ­დე­ბა ზო­გი­ერ­თი ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბის გამ­წვა­ვე­ბა - ზა­ფხულ­ში მო­სა­ლოდ­ნელ ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მებ­ზე "ოჯა­ხის მკურ­ნა­ლის" და ვებ-გვერდ მკურნალი.გე-ს მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რი თა­მარ მა­მა­ცაშ­ვი­ლი გვე­სა­უბ­რე­ბა:

 

გულ-სის­ხლძარ­ღვთა და­ა­ვა­დე­ბე­ბი

 

ზა­ფხუ­ლი საკ­მა­ოდ მძი­მე დროა გულ-სის­ხლძარ­ღვთა პა­თო­ლო­გი­ე­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის. ცხელ ამინ­დში პე­რი­ფე­რი­უ­ლი სის­ხლძარ­ღვე­ბი ფარ­თოვ­დე­ბა, წნე­ვა ეცე­მა და გული გაძ­ლი­ე­რე­ბულ რე­ჟიმ­ში, ფაქ­ტობ­რი­ვად, შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის ზღვარ­ზე იწყებს მუ­შა­ო­ბას ნორ­მა­ლუ­რი სის­ხლის მი­მოქ­ცე­ვის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად. სი­ცხე­ში ორ­გა­ნიზ­მი კარ­გავს დიდი რა­ო­დე­ნო­ბით სი­თხეს და მი­ნე­რა­ლებს. გუ­ლის მუ­შა­ო­ბის­თვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს კა­ლი­უმ­სა და მაგ­ნი­უმს. მათი ბა­ლან­სის დარ­ღვე­ვა და დე­ფი­ცი­ტი გუ­ლის გა­ჩე­რე­ბის მი­ზე­ზიც კი შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს.

 

სი­თხის და­კარ­გვის შე­დე­გად კი ორ­გა­ნიზ­მის გა­უ­წყლო­ე­ბა ხდე­ბა, სქელ­დე­ბა სის­ხლი და მა­ტუ­ლობს თრომ­ბე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის რის­კი. ამ ყვე­ლაფ­რის შე­დე­გად კი მა­ტუ­ლობს ინ­ფარ­ქტი­სა და ინ­სულ­ტის გან­ვი­თა­რე­ბის რის­კიც.

ამი­ტომ ამ პე­რი­ოდ­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სიფრ­თხი­ლით უნდა მო­ვექ­ცეთ სა­კუ­თარ ჯან­მრთე­ლო­ბას. გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ შემ­დე­გი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი:

 

სი­ცხე­ში ნუ და­იტ­ვირ­თე­ბით ფი­ზი­კუ­რად, ნუ გა­ჩერ­დე­ბით დიდ­ხანს მზის გულ­ზე, ნუ ატა­რებთ მძი­მე ჩან­თებს, გან­სა­კუთ­რე­ბულ სა­შიშ­რო­ე­ბას წარ­მო­ად­გენს აგა­რაკ­ზე, თა­კა­რა მზე­ში წახ­რილ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მუ­შა­ო­ბა. ასე გაზ­რდით გო­ნე­ბის და­კარ­გვის რისკს;

მო­ე­რი­დეთ გა­და­ხუ­რე­ბის შემ­დეგ ცივ წყალს. იგი იწ­ვევს სის­ხლძარ­ღვთა უე­ცარ შე­ვიწ­რო­ე­ბას ანუ სპაზმს და შე­იძ­ლე­ბა ინ­ფარ­ქტიც კი გან­ვი­თარ­დეს;

არ გა­ი­რუ­ჯოთ 15-20 წუთ­ზე მეტ ხანს. თუ გული აგიჩ­ქარ­დე­ბათ ან სუნ­თქვა გა­გიხ­შირ­დე­ბათ, და­უ­ყოვ­ნებ­ლივ შე­ე­ფა­რეთ გრილ შე­ნო­ბას;სვით მი­ნე­რა­ლუ­რი წყა­ლი - იგი შე­გივ­სებთ და­კარ­გულ მი­ნე­რა­ლებს და ორ­გა­ნიზმსაც იდე­ა­ლუ­რად გა­აგ­რი­ლებს;

საკ­ვე­ბის მი­ღე­ბი­სას და­ი­ცა­ვით ზო­მი­ე­რე­ბა. უარი თქვით ზედ­მე­ტად ცხი­მი­ან და ძნე­ლად მო­სა­ნე­ლე­ბელ; პრო­დუქ­ტებ­ზე, მათი მო­ნე­ლე­ბი­სას გა­და­იტ­ვირ­თე­ბა კუჭ-ნაწ­ლა­ვი, რაც კი­დევ მე­ტად გაზ­რდის დატ­ვირ­თვას გულ­ზე;

მი­ირ­თვით წყლით მდი­და­რი ხილი და ბოსტნე­უ­ლი - სა­ზამ­თრო, კიტ­რი, კომ­ბოს­ტო და სხვა.

 

 

ან­გი­ნა

 

მი­იჩ­ნე­ვა, რომ ან­გი­ნა ზამ­თრის და­ა­ვა­დე­ბაა, მაგ­რამ სი­ნამ­დვი­ლე­ში საკ­მა­ოდ ხში­რია ან­გი­ნის გამ­წვა­ვე­ბის შემ­თხვე­ვე­ბი ზა­ფხულ­ში. მისი მი­ზე­ზი კი ის არის, რომ ტონ­ზი­ლებს (ნუ­შუ­რა ჯირ­კვლებს, იმა­ვე გლან­დებს) არ უყ­ვართ ტემ­პე­რა­ტუ­რის მკვეთ­რი ცვა­ლე­ბა­დო­ბა. ზა­ფხულ­ში ყვე­ლა მი­ირ­თმევს ცივ სას­მელს, ნა­ყინს. ზო­გი­ერ­თი ცივი შხა­პით გრილ­დე­ბა. ასე­ვე ტემ­პე­რა­ტუ­რულ კონ­ტრას­ტებს ქმნის კონ­დი­ცი­ო­ნე­რი. ამ ყვე­ლაფ­რის შე­დე­გად კი ტონ­ზი­ლი­ტი მწვავ­დე­ბა.

 

ან­გი­ნა რომ არ და­გე­მარ­თოთ, გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ შემ­დე­გი:

 

ნუ და­ლევთ მა­ცივ­რი­დან გა­მო­ღე­ბულ ცივ სას­მე­ლებს;

ერი­დეთ ნა­ყინს;

გა­რუ­ჯვის შემ­დეგ ჯერ ჩრდილ­ში გა­და­დით, გაგ­რილ­დით, ტანი წყლით და­ი­ზი­ლეთ და შემ­დეგ შე­დით წყალ­ში;

ნუ დაჯ­დე­ბით კონ­დი­ცი­ო­ნე­რის ცივი ნა­კა­დის არე­ში. ტემ­პე­რა­ტუ­რუ­ლი რე­ჟი­მი კი ისე შე­არ­ჩი­ეთ, რომ გა­რეთ გას­ვლი­სას ძა­ლი­ან დიდი კონ­ტრას­ტი არ იყოს;

ცივი შხა­პი შეც­ვა­ლეთ გრი­ლი შხა­პით.

 

 

სა­შარ­დე სის­ტე­მის და­ა­ვა­დე­ბე­ბი

 

ზა­ფხუ­ლო­ბით ცის­ტი­ტის გამ­წვა­ვე­ვის გამო, ქა­ლე­ბის მი­მარ­თვი­ა­ნო­ბა სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში იმა­ტებს. მი­ზე­ზი კი ცივ წყალ­ში ბა­ნა­ო­ბა და შემ­დეგ გა­რუ­ჯვა, სვე­ლი სა­ცუ­რაო კოს­ტი­უ­მით სი­ა­რუ­ლი, უსუფ­თაო ად­გი­ლებ­ში ბა­ნა­ო­ბის შე­დე­გად გა­და­დე­ბუ­ლი ინ­ფექ­ცი­ე­ბია. ბა­ნა­ო­ბი­სას გა­და­ცი­ე­ბის შე­დე­გად ასე­ვე შე­იძ­ლე­ბა გან­ვი­თარ­დეს თირკმლის პა­თო­ლო­გი­ე­ბი, კერ­ძოდ პი­ე­ლო­

ნეფ­რი­ტი.

 

ზო­გა­დად თირკმლე­ბი ზა­ფხულ­ში მთე­ლი დატ­ვირ­თვის მუ­შა­ობს, მათ უხ­დე­ბათ მო­მა­ტე­ბუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბით მი­ღე­ბუ­ლი სი­თხის ორ­გა­ნიზ­მი­დან გა­მო­ტა­ნა. ამი­ტომ, თუ თირკმე­ლე­ბი არც ისე ჯან­სა­ღი გვაქვს, შე­საძ­ლოა მათ გა­უ­ჭირ­დეთ ამ დატ­ვირ­თვას­თან გამ­კლა­ვე­ბა და ზა­ფხუ­ლის დას­ვე­ნე­ბა ჩაგ­ვაშ­ხა­მონ. როცა თირკმე­ლე­ბი გა­წუ­ხებთ, ექი­მე­ბი გირ­ჩე­ვენ:

 

მე­ტის­მე­ტად არ გა­ზარ­დოთ მოხ­მა­რე­ბუ­ლი სი­თხის რა­ო­დე­ნო­ბა, თუმ­ცა არც სი­თხის დე­ფი­ცი­ტი შე­უქ­მნათ ორ­გა­ნიზმს, რათა გა­უ­წყლო­ე­ბა არ გან­ვი­თარ­დეს;

არ გა­და­ი­ცი­ოთ ორ­გა­ნიზ­მი - არ იბა­ნა­ოთ ძა­ლი­ან ცივ წყალ­ში და არ ია­როთ სვე­ლი სა­ზღვაო კოს­ტი­უ­მით.

 

 

 

წყარო: მკურნალი