კლინიკა ადორი კანის პრობლემებისგან განკურნების გარანტია

2019.07.15 18:38:36
კლინიკა ადორი კანის პრობლემებისგან განკურნების გარანტია

როგორც ვიცით, დერმატლოგია არის მედიცინის დარგი, რომელიც კანის სტრუქტურას და მის პათოლოგიებს შეისწავლის. დღესდღეობით მსოფლიოში საკმაოდ გავრცელებულია კანის დავაადებები, რომელიც თავს, ჯერ კიდევ ბავშვობიდან იჩენს.

ნებისმიერი ადამიანისთვის უპირველესი ალბათ, კანის პრობლემების თავიდან აცილებაა, რაც არცთუ ისე მარტივია. მოზარდობის ასაკისთვის დამახასიათებელია ე.წ აკნე, რომლის მკურნალობაც თითოეული ადამიანისთვის სპეციფიურია და ხშირად ვერ ხდება ამ პრობლემისგან თავის დაღწევა საბოლოოდ.

 Brandnews- ის რუბრიკა ექიმების სტუმარია,  კლინიკა „ადორის“ დამფუძნებელი და ანტი აკნე ხაზის გამომგონებელი თამარ ადორნელი. ეს არის კლინიკა, რომელიც კანის პრობლემებისგან განკურნების გარანტიას იძლევა. საინტერესოა რით დაიმსახურა მან საზოგადოების ნდობა და მკურნალობის რა მეთოდს სთავაზობენ პაციენტებს. ჩვენი სტუმარი კლინიკის დამფუძნებელი თამარ ადორნელია, რომელიც მოგვიყვება ადორის წინსვლაზე დაარსების დღიდან დღემდე. 

მოგესალმებით ქალბატონო თამარ. პირველ რიგში გვაინტერესებს როდის დაარსდა კლინიკა „ადორი“?

  კლინიკა ადორი დაარსების თარიღია 08.07.2017. ამ დღეს ადორში მოვიდა პირველი პაციენტი, რომელსაც ჩვენ მოვურჩინეთ აკნესგან კანი. ასე დაიბადა ადორი ანტი აკნე ხაზი და კლინიკა ადორი.

 რას სთავაზობს ის პაციენტებს?

ჩვენი კლინიკა ერთადერთია, რომელიც თავის პაციენტებს აკნესგან და დემოდეკოზისგან განკურნების გარანტიას აძლევს. ჩვენ 100% პასუხისმგებლობას ვიღებთ, რომ მკურნალობის სრული კურსის გავლის შემდგომ ადორის პაციენტს ექნება ადორის დაპირებული სუფთა, გლუვი, ჯანმრთელი და ლამაზი კანი. 

 რატომ შეგვიძლია ჩვენს ის, რაც ჩვენ გარდა სხვას არავის შეუძლია? იმიტომ, რომ ჩვენ ვკურნავთ უნიკალური ინოვაციური ანტი აკნე და ანტი დემოდეკოზი ხაზით, ადორით, რომელიც საქართველოში შეიქმნა. ადორს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მინიჭეული აქვს პარასამკურნალო საშუალების  სტატუსი. ადორი მზადდება ფარმაცეფტულ საწარმო „ეუბიოტიკებში“,  გოთუას № 3.

რამდენად გამოცდილი ექიმები გყავთ?

ჩვენს კლინიკაში მუშაობენ დერმატოლოგები, რომელთაც გავლილი აქვთ ადორის ხაზით მკურნალობის ტრენინგი. და რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ყველა ჩვენი დერმატოლოგი ადორის პაციენტი იყო და საკუთარ თავზე გამოსცადა ადორის სამკურნალო ეფექტურობა მანამ, სანამ სხვა პაციენტების მკურნალობას დაიწყებდა.

  როგორ ფიქრობთ რატომ ენდობიან თქვენს კლინიკას?

ჩვენ გავაკეთეთ ის, რაც ჩვენამდე არავის გაუკეთებია - საჯარო სივრცე, სადაც ადორის პაციენტები აზიარებენ თავიანთი მკურნალობის შედეგებს. კლინიკა მკურნალობის შედეგების გასაჯაროებისთვის, პაციენტებს მკურნალობის სამი თვის თავზე გადასცემს ვიპ ბარათს 20% სასაჩუქრე პაკეტით. ადორის ასობით წარმატების რეალური ისტორია სოციალურ ქსელებში არის ადორისადმი მაღალი ნდობის მიზეზი. ამიტომ მოდიან ჩვენთან. ჩვენ ვასრულებთ დანაპირებს და ამიტომ ყველა ჩვენი პაციენტი ყვება ჩვენს შესახებ. სწორედ ასე გაიცნო ადორი საქართველომ.

განსხვავებულ მკურნალობის მეთოდს ხომ არ სთავაზობთ პაციენტებს?

 

ადორი ანტი აკნე არის მსოფლიოში პირველი ანტი აკნე და ანტი დემოდეკოზი ხაზი, რომელიც კურნავს აკნეს და დემოდეკოზს. ის არის გარეგანი საშუალებები, ბუნებრივი, უსაფრთხო და სუპერ ეფექტური. ადორის  ხაზი არა მარტო კურნავს აკნეს და დემოდეკოზს, არამდეგ უბრუნებს ადამიანს სილამაზეს, ჯანმრთელ, გლუვ, სუფთა და ნათელ კანს. ჯერჯერობით ადორით მკურნალობა მხოლოდ ადორის თბილისის და ბათუმის კლინიკებშია შესაძლებელი. ასევე უახლოეს დღეებში მისი შეძენა ბაქტერიოფაგის აფთიაქშიც იქნება შესაძლებელი.

 

რატომ უნდა გააკეთონ არჩევანი თქვენს კლინიკაზე?

          ადორის არ აქვს ალტერნატივა! ჩვენ ვკურნავთ მათ, ვინც საუთარ თავზე გამოსცადა სხვა საშუალებების უშედეგობა და ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზიანი. ადორის არის საუკუნის აღმოჩენა, რომელიც ასახელებს საქართველოს. ჩვენამდე აკნეს მკურნალობდნენ ანტიბიოტიკებით, ჰორმონებით, ეგრეთ წოდებული „წმენდის“ მავნებლური პროცედურებით. ადორმა დაამტკიცა, რომ აკნე არ არის შინაგანი პრობლემა. ეს არის კანის ჭარბცხიმიანობის ფონზე გამრავლებული კოკოვანი ფლორის პრობლემა. ადორი არეგულირებს კანის ცხიმიანობას და ეფექტურად ებრძვის კოკოვან ფლორას. სწორედ კანის დარეგულირებული ცხიმიანობაა აკნესგან და დემოდეკოზისგან განკურნების გარანტია. ამის გარდა ადორი ახდენს კანის გასაოცარ რეგენერაციას, აშორებს პოსტ აკნე ლაქებს და ნაწიბურებს. შედეგი არის არა მარტო აკნესგან და დემოდეკოზისგან გათავისუფლება, არამედ ლამაზი კანი. ადორის პაციენტებს არ სჭირდებათ ტონალურის ხმარება, არ სჭირდებათ დიეტის დაცვა, შეუძლიათ ჭამონ ყველაფერი და აღარ ეშინოდეთ გამონაყარის.

კანის რომელ დავადებებს კურნავთ?

აკნე, დემოდეკოზი, როზაცეა, სებორეა, ჰერპესი.

და ბოლოს, რას ურჩევდით ადამიანებს, რომლებსაც კანის მწვავე პრობლემები აწუხებთ და განკურნების იმედი დაკარგული აქვთ?

არის დაავადებების სპექტრი, რომელსაც ჩვენ ვკურნავთ. ამიტომ, მოდით და ადორი მოგირჩენთ კანს. იქამდე კი ჩვენი რჩევაა აკნეს და დემოდეკოზის დროს მინიმუმ დავიცვათ 2 წესი, რომ არ გავართულოთ მდგომარეობა: 1) არ შეიძლება გამონაყრიანი კანის ხელის ხლება. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება  „წმენდა“, ეს  კოკოვანი ფლორის თუ დემოდექსის ტკიპას გამრავლებას და კანზე მოდებას გამოიწვევს  და ნაწიბურებს დაგიტოვებთ. 2) არ შეიძლება კანის საპნით ან ქაფებით ბანა. როცა გვაქვს აკნე ან დემოდეკოზი. რაც უფრო ვაშრობთ კანს,  მით უფრო ცხიმიანდება. და ეს ართულებს მდგომარეობას. ადორის პროფესიონალთა გუნდი მუდამ თქვენს სამსახურშია. ჩვენი მიზანია არ დავაკარგინოთ არცერთ ადამიანს განკურნების იმედი. ადორში სასწაულებიც ხდება.

 

 

 

ავტორი- ქეთა მელიქიშვილი