სტომატოლოგიური კლინიკა პროდენტი - თქვენი მომხიბვლელი ღიმილის გარანტი

2019.05.24 12:08:00
სტომატოლოგიური კლინიკა პროდენტი - თქვენი მომხიბვლელი ღიმილის გარანტი

ჩვენი რუბრიკის, "სტუმრად კლინიკაში", ჟურნალისტი კლინიკა "პროდენტს" ეწვია. რუბრიკის სტუმარია პროდენტის დამფუძნებელი ქალბატონი ნინო ბუთბა-ემხვარი.

ქალბატონო ნინო მოხარული ვართ თქვენი გაცნობით. თქვნთან ძალიან სასიამოვნო ატმოსფეროა. როგორც ჩანს, პაციენტზე ზრუნვა და შესაბამისად, მათთვის  კომფორტული გარემოს შექმნა თქვენთვის უმთავრესია.

 

1. რატომ სტომატოლოგია? -მე ექიმი ვარ, შესაბამისად ყველაზე კარგად მესმის, რომ ჯანმრთელობის პრობლემების ლომის წილი პირის ღრუს ჰიგიენაზე მოდის. ახალი ტექნოლოგიები გვაძლევს საშუალებას, რომ არა მხოლოდ ღიმილი იყოს "ჰოლივუდური", არამედ უზადოდ მოწესრიგებული ღრძილები, კბილის ფესვები და მხოლოდ მერე ესთეტური მხარე. მაგალითად რაც შეეხება ინპლანტაციას, პაციენტს სწორად უნდა მიეწოდოს ინფორმაცია მოსალოდნელი რისკების შესახებ, რაც სამწუხაროდ თანამედროვე ქართულ რეალობაში არ ხდება და ხშირად ვიღებთ განგრენოზულ სურათს. ვფიქრობ, რომ სწორი გათვლა, კეთილსინდისიერი მიდგომა, პაციენტის სურვილების გათვალისწინება და რათქმაუნდა ჰიპოკრატეს ფიცის ერთგულება ჩვენთვის უპიველესი და ჯანსაღი თაობის აღზრდის საწინდარია.

 

 

 

 2.რამდენად გამოცდილი ექიმები გყავთ კლინიკაში? - არსებობს პროფესიონალი და არაპროფესიონალი.შეიძლება იყოს ასაკოვანი და გამოცდილი, მაგრამ ვერ აუღოს ალღო ახალ ტექნოლოგიებს და ტენდენციებს მედიცინაში.

 

3.რამე აქციებს ხომ არ სთავაზობს პაციენტებს თქვენი კლინიკა?-ის რომ ჩვენთან მოხვდა, უკვე აქციაა, ესეიგი 20-მა უფასო პაციენტმა, რომლებმაც ჩვენთან მიიღეს სამედიცინო მომსახურეობა უფასოდ-საუკეთესო რეკლამაა.ცხადია ჩვენ ავარჩიეთ ეს 20 ადამიანი სხვადასხვა მიზნობრივი აუდიტორიიდან, რომლებმაც შექმნეს ჩვენთვის სასარგებლო ფონი. როგორც სტივ ჯობსი ამბობდა: -"გაქვს ბოლო ფული? - ჩადე რეკლამაში!

 

4.რამდენად თანამედროვე აპარატურით სარგებლობთ?-  ჩვენი აპარატურა უახლოესი ტექნიკური მონაცემებით არის აღჭურვილი , ასევე ორიენტირებულია ულტრაბგერულ ტექნიკაზე და ჰიგიენის მაღალ ხარისხზე

 

5.რას სთავაზობს კლინიკა პაციენტებს?- ღიმილს! 

6.რამდენად უწევს კონკურენციას ,,პრო დენტი“ სხვა სტომატოლოგიურ კლინიკებს? - კონკურენცია მხოლოდ სტიმულია მუყაით მუშაობაში. ვფიქრობ, ჩვენ ვაძლიერებთ ერთმანეთს, ხოლო პაციენტს საუკეთესო რჩება.