ექიმი, რომელმაც ქალის გინეკოლოგიური დაბერება შეაჩერა

2019.02.22 13:19:43
ექიმი, რომელმაც ქალის გინეკოლოგიური დაბერება შეაჩერა

brandnews-ის ერთ-ერთი რუბრიკის -"ექიმების" სტუმარია ექიმი ბელა მეტრეველი, რომელიც ესთეტიკური-გინეკოლოგიის ცენტრის დამფუძნებელია.

 

აღსანიშნავია ის, რომ საქართველოს მასშტაბით, ეს არის პირველი გინეკოლოგიური ცენტრი, რომელიც ქალის გინეკოლოგიური დაბერების ასაკს აჩერებს. 

 

 

 

 

 

- ქალბატონო ბელა ჩვენთვის ცნობილია, რომ თქვენ საქართველოში იმ ერთადერთი გინეკოლოგიური ცენტრის დამფუძნებელი ბრძანდებით, სადაც აჩერებენ გინეკოლოგიური დაბერების ასაკს. მოგვიყევით ამის შესახებ.

 

  სიბერე გარდაუვალი პროცესია, თან გარდამავალი. უამრავი ექიმი და მეცნიერი ცდილობს შეცვალოს სიბერის პარადიგმა და გააუმჯობესოს უფროსი ასაკის ადამიანების ცხოვრების ხარისხი. თანამედროვე ქალი უფრო მომთხოვნი და ემანსიპირებული  გახდა. თავისთავად, მეტად განიცდის და მეტ ყურადღებას აქცევს როგორც გარეგნულ, ასევე შინაგან სილამაზეს და ჯანმრთელობას.  გინეკოლოგიაში, ისევე როგორც მედიცინის სხვა დარგებში, დადგა ცვლილებების დრო, დრო მაღალტექნოლოგიური განვითარების.  დადგა საკითხი "ახლის ძიების".  მე ამაყი ვარ, რომ  ჩვენმა გუნდმა ამიერკავკასიაში ერთერთმა  პირველებმა გადავწყვიტეთ ხელი მოგვეკიდა საკმაოდ დიდი და საპასუხისმგებლო სეგმენტისთვის და არ "გაგვეწირა" ქალბატონები ნაადრევი გინეკოლოგიური სიბერისთვის. ჩვენ დავეწიეთ და ფეხი ავუბით ევროპის, აზიის, ამერიკის მოწინავე ტექნოლოგიებს და  ჩამოვიტანეთ მეთოდი "ვაგინალური ლაზერული გაახალგაზრდავება" , რომელიც წარმოიშვა ლაზერული კოსმეტოლოგიისა და გინეკოლოგიის გასაყარზე და იქცა მსოფლიო ინოვაციად.

 

 

 

- რამდენად საშიშია ქალისთვის გინეკოლოგიური დაბერება და რა ასაკიდან იჩენს თავს აღნიშნული პრობლემა?

 

 ყველა ქალის ცხოვრებაში დგება მენოპაუზალური, კლიმაქსის პერიოდი. ამ დროს მცირდება საკვერცხის მიერ გამომუშავებული ჰორმონების რაოდენობა, მძიმდება ფსიქოლოგიური ფონი, ჩნდება არასრულფასოვნების კომპლექსი, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს რომ ინტიმური ცხოვრება უნდა შეწყდეს. ასაკი და დრო ქალის მტერია ოდითგანვე. სამწუხაროდ, ჩვენ ვერ დავრჩებით მუდამ ახალგაზრდები და რაც ახალგაზრდობაში სიამოვნებას და სიხარულს გვანიჭებდა, თანდათან იქცევა ჩვენს პრობლემადვე.  ეს პრობლემები შეიძლება წარმოიშვას აგრეთვე მშობიარობის შემდგომ პერიოდში, ლაქტაციის პერიოდში, ქირურგიული ამენორეის(ორივე  საკვერცხის  ამოკვეთის ) დროს.

 

იწყება კასკადი პათოლოგიების რომელიც ამ დროს ვითარდება: 

 

 ატროფიული ვაგინიტები

 

 მტკივნეული სქესობრივი აქტი

 

უნებლიე შარდვა დაცემინების, ხველების, სიცილის დროსაც

 

 საშოს კედლების დაწევა სხვადასხვა ხარისხის

 

ლიბიდოს დაქვეითება , ქრება სქესობრივი სიახლოვის სურვილი

 

 

 

 

 

- რა სიმპტომები აქვს გინეკოლოგიურ სიბერეს, როგორ მიხვდეს პაციენტი, რომ დახმარება სჭირდება?

 

ესტროგენდეფიციტის პირობებში იწყება სხეულის დაბერება, მენჯის კუნთების მოდუნება. ამიტომაცაა, რომ 45-50 წლიდან ქალის ინტიმური ცხოვრება არცთუ უღრუბლო ხდება. იწყება ჩივილები შარდვასთან დაკავშირებით, ე.წ. სტრესული შარდვა, რომელიც პირდაპირ დაკავშირებულია საშოს კუნთების მოდუნებასთან; საშოს კედლების სიმშრალე, რომელიც ბევრ პრობლემას უქმნის ქალს;  გენიტალიების გარეგანი სახეც აღარ მატებს ქალს რწმენას საკუთარ თავში; დაქვეითებული აქვს სქესობრივი სიახლოვის სურვილიც... მცირედი დატვირთვის დროსაც კი, ხშირია უნებლიე შარდვის მომენტები. ყოველივე ეს ამახინჯებს ქალის ფსიქიკას, იწვევს მისი თვითდაჯერებულობის, თვითშეფასების შემცირებას, სოციალურ დეზადაპტაციას. ხშირია ოჯახების ნგრევის ფაქტებიც.

 

 

 

 

 

- როგორ შეიძლება ვუმკურნალოთ ამ პრობლემას?

 

 ალბათ ყველა ქალს დაუსვამს ეს  კითხვა საკუთარი თავისთვის... სულ ახლახან პასუხი ამ კითხვაზე მთლად ოპტიმისტური არ იყო. დამეთანხმებით, არც ქირურგიული პლასტიკა - პერინეორაფია ლევატოროპლასტიკით, არც ხანგრძლივი ჰორმონოთერაპია, არც სასქესო ბაგეების პლასტიკა არ იყო საბოლოოდ რეზულტატური, თან თუ გავითვალისწინებთ ოპერაციისშემდგომ ხანგრძლივ რეაბილიტაციას, ნაწიბუროვან დეფორმაციას თუ ნარკოზთან დაკავშირებულ გართულებებს.

 

დღეს შემუშავებულია, აპრობირებული და გამოცდილია მეთოდი სკალპელის გარეშე, სისხლის გარეშე, ტკივილისა და კელოიდების გარეშე, წამლების გარეშე.

 

რამოდენიმე თხუთმეტწუთიანი პროცედურის შემდეგ, რეაბილიტაციის პერიოდის გარეშე ხდება ინტიმური კუნთების აღდგენა,  ორგაზმული მგრძნობელიბის გაზრდა 60 %-ით. საშოს მოცულობის შემცირება და ტენიანობის  აღდგენა და ქალის ინტიმური ცხოვრების გახანგრძლივება 15-20 წლით. 

 

ამ მეთოდით უკვე მეხუთე  წელია ვმუშაობთ ჩვენს კლინიკაში, სადაც ყველა პაციენტისთვის დგება ინდივიდუალური მკურნალობის პროტოკოლი, წინასწარი ჩვენება-უკუჩვენების გათვალისწინებით.  პაციენტებს ემსახურება სანდო, პროფესიონალთა გუნდი, თბილ და სასიამოვნო გარემოში.

 

 

 

 

 

- თუ დროულად ვერ მოხერხდა მკურნალობა რამდენად შესაძლებელია, რომ ის მწვავე დაავადებაში გადაიზარდოს?

 

 ქალმა უნდა  გადადგას ნაბიჯი და  მიმართოს  ექიმს, გინეკოლოგი იქნება ეს, უროლოგი თუ სექსოპათოლოგი, რომლებიც აუცილებლად სწორად შეუფასებენ მდგომარეობას. რათქმაუნდა, ტაბუდადებული თემები გინეკოლოგიაში უნდა "მორჩეს". ქალის ბიოლოგიურ ეტაპებს ჩვენ ვერ აღვუდგებით, მაგრამ მათი გარკვეული მართვა დღეს უკვე შესაძლებელია. ბუნებრივი სამყარო ჩვენს ირგვლივ მუდმივად  განიცდის რიტმულ ცვლილებებს, ასევე ჩვენი ორგანიზმიც იცვლება გარკვეულ რიტმში. 

 

მცირე მენჯის ძირის კუნთოვანი შრეების ჰიპოტროფია და დიაფრაგმის აპარატის გაჭიმვა იწვევს ე.წ. ცისტოცელეს განვითარებას. ამის მიზეზი შეიძლება იყოს მშობიარობისშემდგომი ტრამვა შორისის გაწყვეტისას, ასევე მძიმე ფიზიკური დატვირთვისას ხდება გავის ძირის კუნთებისა და მუცლის პრესის მოდუნება, ასევე ზ.ა. ესტროგენდეფიციტი უმეტესად ასაკოვან ქალბატონებში. ეს პროცესები დინამირია, პროგრესირებადი. თუ დაზიანების დასაწყის ეტაპზე, საშოს პროლაფსის პირველ მეორე ხარისხის დროს ჩვენ შეგვიძლუა ქალს შევთავაზოთ საკმაოდ ეფექტური ვაგინალური ლაზერული გინეკოლოგია, შორს წასულ პრობლემების დროს, პროლაფსის მესამე, მეოთხე ხარისხის დროს გარდაუვალია ქირურგიული ჩარევა.

 

 

 

 

 

- შესაძლებელია თუ არა ამ პრობლემის მოგვარება სპეციალისტების ჩაურევლად?

 

 შეუძლებელი არაფერია, მაგრამ ექიმი ყოველ კონკრეტულ პაციენტს აფასებს რისკების გათვალისწინებით, აწონდაწონის ყოველი მეთოდის ჩვენება უკუჩვენებას კონკრეტული პაციენტის შემთხვევაში. რათქმაუნდა, პაციენტიც და ექიმიც დაცული არიან გართულებებისგან აკადემიური, სწორად შერჩეული მკურნალიბის შემთხვევაში.

 

 

 

 

 

 

 

და ბოლოს, ბელა მეტრეველის რჩევა ქალებს: 

 

გავრცელებული აზრი, რომ ახალგაზრდობა სილამაზის სინონიმია არასწორია!!! ქალი არის იმდენი წლის, რამდენი წლისასაც გრძნობს თავს შინაგანად.

 

დაივიწყეთ ჭაღარა, ნაოჭები შეიყვარეთ!

 

მიიღეთ ასაკი სიამაყით!

 

 

ბელა მეტრეველის ესთეტიკურ-გინეკოლოგიური ცენტრი.

საკონტაქტო ნომერი: 2238043

                                599233523