როგორ დავიცვათ თავი გრიპისა და გაციებისაგან

2018.10.08 21:20:00
 როგორ დავიცვათ თავი გრიპისა და გაციებისაგან

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი 2018-2019 წლების გრიპის სეზონის დაწყებასთან დაკავშირებით რეკომენდაციებს ავრცელებს.

 

გრიპის აქტიური სეზონი იწყება ყოველი წლის მე-40 კვირიდან და გრძელდება მომდევნო წლის მე-20 კვირის ჩათვლით.

 

გრიპის პროფილაქტიკის რეკომენდაციები:

 

გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია გრიპის პროფილაქტიკისთვის ერთადერთი საშუალებაა!

 

1. გრიპისმაგვარი დაავადების სიმპტომების გაჩენის შემთხვევაში (მაღალი ტემპერატურა, ხველა) საჭიროა ექმთანკონსულტაცია;

 

2.ის პირები, ვისაც აღენიშნებათ გრიპისმაგვარი დაავადების სიმტომები, უნდა მოერიდონ მასიური თავშეყრისადგილებს;

 

3. სიპტომების გაჩენის შემთხვევაში, სასურველია, ერთჯერადი ნიღბების ტარება:

 

· ერთჯერადად ნიღაბი შეიძლება გამოიყენოთ მაქსიმუმ სამი საათის განმავლობაში;

 

· გამოყენებული ნიღაბი უნდა მოთავსდეს ნაგვის უახლოეს კოლექტორში.

 

ხელების დაბანა აუცილებელია:

 

· დღის განამავლობაში მინიმუმ ხუთჯერ;

 

· მიზანშეწონილია თხევადი საპონით სარგებლობა;

 

· ხელებით ნებისმიერი სახის ფიზიკური კონტაქტის წინ და შემდეგ;

 

· ყველა იმ შემთხვევაში, როცა ვიზუალურად დაბინძურებულია;

 

·ხელმისაწვდომობის შემთხვევაში სასურველია სპირტის შემცველი ანტისეპტიკური საშუალებებისგამოყენება (მ.შ. ერთჯერადი დოზატორები);

 

· სასურველია ერთჯერადი ხელსახოცების მოხმარება. გამოყენებული ხელსახოცები და ერთჯერადიდანიშნულების საგნები უნდა მოთავსდეს ნაგვის უახლოეს კოლექტორში.

 

გრიპისმაგვარი დაავადების სიმპტომების (ტემპერატურის მატება,ხველა) მქონე პირები უნდა მოერიდნონ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ყოფნას;

 

რეკომენდირებულია დაავადებული პაციენტის იზოლაცია, ავადმყოფის ოთახის ხშირი განიავება და დღეში

 

რამდენჯერმე სველი წესით დალაგება.

 

2018-2019 წლების სეზონისთვის გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციისთვის სახელმწიფოს მიერ მაღალი რისკის ჯგუფებად განისაზღვრა:

 

·ქრონიკული დაავადების მქონე პირთაგან: 18 წლამდე ასაკის დიაბეტით დაავადებულნი, დიალიზზე მყოფნი;

 

·ბავშვთა სახლებისა და მოხუცთა თავშესაფრების ბინადარნი და მათი მომსახურე პერსონალი;

 

· C ჰეპატიტით დაავადებული პირები, რომლებიც გადიან ჰეპატიტის საწინააღმდეგო მკურნალობის კურსს;

 

· აივ ინფიცირებული პირები;

 

· ორსულები;

 

·სამედიცინო დაწესებულებაში მომუშავე პერსონალი, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრების/სამსახურების თანამშრომლები.